კონფერენციები

  • საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენცია „პოსტსაბჭოთა სივრცის ქვეყნების მუზეუმების პრობლემები და განვითარების პერსპექტივები“

  • კონფერენციის ორგანიზატორი
    ICOM-ის საქართველოს ეროვნული კომიტეტი 
     
    პარტნიორები:
    საქართველოს მუზეუმების ასოციაცია
    საქართველოს ეროვნული მუზეუმი
     
    პროექტი ხორციელდება საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროსა და შოთა რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო ფონდის (2015 წლის საკონფერენციო გრანტი) ფინანსური მხარდაჭერით.
     
    საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ, 1991 წლიდან, მთელ პოსტსაბჭოთა სივრცეში განხორციელდა მკვეთრი ცვლილებები, რომლებიც დაკავშირებული იყო დამოუკიდებელი ქვეყნის სტატუსზე გადასვლასა და საბაზრო ეკონომიკის განვითარებასთან. ყველა რადიკალური ცვლილება, რაც მეტნაკლებად შეეხო ამა თუ იმ სფეროს, კრიტიკულად აისახა კულტურული მემკვიდრეობისა და განსაკუთრებით, სამუზეუმო საქმის შემდგომ განვითარებაზეც
     
    აღმოსავლეთ ევროპის მთელ რიგ ქვეყნებში სამუზეუმო საქმის განვითარება თანამედროვე საერთაშორისო სტანდარტებს გაუთანაბრდა, მაშინ, როცა ყოფილი საბჭოთა სივრცის ბევრ მუზეუმს კვლავ არაერთი, სასიცოცხლო მნიშვნელობის პრობლემა გააჩნია. პრობლემათა ეს სპექტრი საკმაოდ დიდია და მოიცავს არა მხოლოდ მწირ სახელმწიფო დაფინანსებას ან მატერიალურ-ტექნიკური ბაზის გაუმართაობას, არამედ დაკავშირებულია სხვა, არანაკლებ მწვავე საერთო პრობლემებთან, რაც ჯერჯერობით არ არის სათანადოდ შესწავლილი და გაანალიზებული
     
    ზემოაღნიშნული გარემოებებისა და მუზეუმების იმ უდიდესი როლის გათვალისწინებით, რაც მათ აკისრია კულტურული მემკვიდრეობის პოპულარიზაციისა და საზოგადოების განვითარების საქმეში, ICOM-ის საქართველოს ეროვნული კომიტეტის მიერ შემუშავდა პროექტი - საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენციის ჩატარება თემაზე: „პოსტსაბჭოთა სივრცის ქვეყნების მუზეუმების პრობლემები და განვითარების პერსპექტივები“ - ყოფილი საბჭოთა კავშირის რესპუბლიკებისა და აღმოსავლეთ ევროპის რეგიონის 20 ქვეყნის მუზეუმების წამყვან სპეციალისტთა მონაწილეობით
     
    კონფერენციის მუშაობის მიმართულებები
    • პოსტსაბჭოთა სივრცის ქვეყნების მუზეუმების დღევანდელი პრობლემები, მათი გამომწვევი მიზეზები და გადაჭრის გზები;
    • აღმოსავლეთ ევროპის მუზეუმების საუკეთესო გამოცდილება (Best practice) სამუზეუმო რეფორმის განხორციელების მიმართულებით
    • პოსტსაბჭოთა სივრცის ქვეყნების მუზეუმების განვითარების პერსპექტივები და სიტუაციის ანალიზი
    • XXI საუკუნის მუზეუმების გამოწვევები - კულტურათა დიალოგი სამუზეუმო კოლექციების კონტექსტში;
    • საერთაშორისო სამუზეუმო ინსტიტუციებისა და საკომუნიკაციო ქსელის როლი კაცობრიობის კულტურაზე ცოდნის გაღრმავებისა და პოპულარიზაციის პროცესში.
     
    კონფერენციაში მონაწილეობას იღებენ მოწვეული სპიკერები ყოფილი საბჭოთა კავშირის რესპუბლიკებისა და აღმოსავლეთ ევროპის რეგიონის მუზეუმებიდან
     
    კონფერენციის ჩატარების ადგილი
    საქართველოს ეროვნული მუზეუმის აუდიტორია
    მისამართი: ფურცელაძის ქ. 1, 0108, თბილისი
     
    კონფერენციის სამუშაო ენა - ინგლისური და ქართული

    კონფერენციის პროგრამა (ინგლ. ენაზე)
     
    საკონტაქტო ინფორმაცია:
    ტელ: +995 593 478 164
    ელ-ფოსტა: lana.karaia@gmail.com
     
    კონფერენციის სესიებზე დასწრება თავისუფალია
  • ყველა უფლება დაცულია © 2017
    საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტრო, ICOM-ის საქართველოს ეროვნული კომიტეტი, საქართველოს მუზეუმების ასოციაცია, კულტუროლოგიური კვლევის ასოციაცია