კონფერენციები

  • ICOM/ICLM-ის საერთაშორისო კონფერენცია „ლიტერატურა, მუსიკა და კულტურული მემკვიდრეობა“

  • 25 – 29 სექტემბერი, 2015

    კონფერენციის ორგანიზატორები:
    ICOM/ICLM (International Committee for Literary Museums/ლიტერატურის მუზეუმების საერთაშორისო კომიტეტი)
    ICOM-ის საქართველოს ეროვნული კომიტეტი                                                        
     
    კონფერენციის თანაორგანიზატორი და პარტნიორი
    გ. ლეონიძის სახ. ქართული ლიტერატურის  სახელმწიფო მუზეუმი
    საქართველოს ხალხური სიმღერისა და მუსიკალური საკრავების მუზეუმი
    წინანდლის ალექსანდრე ჭავჭავაძის სახლ-მუზეუმი
     
    ICOM/ICLM (International Committee for Literary Museums) აქტივობების მიზანია ლიტერატურისა და მუსიკალური პროფილის  მუზეუმების კვლევა, გამოცემების მომზადება, გამოფენების მოწყობა და განათლება, გამოცდილებისა და ცოდნის გაზიარება/გავრცელება, მუზეუმების თანამშრომლობის განვითარება საერთაშორისო დონეზე, კურატორების მხარდაჭერა გამოფენების გაცვლის საკითხებში, სემინარებისა და ვორქშოფების ორგანიზება სხვადასხვა თემებზე.
    ICOM/ICLM-ის 2015 წლის საერთაშორისო კონფერენციის ფარგლებში, რომელიც 25-29 სექტემბერს ჩატარდება თბილისში, განხილული იქნება ლიტერატურისა და  მუსიკალური პროფილის  მუზეუმების საქმიანობასთან დაკავშირებული თანამედროვე პრობლემების ფართო სპექტრი: 
    • ლიტერატურისა და მუსიკის გავლენა ახალგაზრდა თაობის განვითარებაზე და ლიტერატურული მუზეუმების როლი ამ პროცესში;
    • ლიტერატურისა და მუსიკის ჰარმონიული გავლენა საზოგადოებაზე კულტურული მემკვიდრეობის ფართო კონტექსტში და ლიტერატურული მუზეუმის როლი ამ პროცესში;
    • ლიტერატურისა და მუსიკის მიერ საზოგადოების დაცვა ძალადობისაგან და ლიტერატურული მუზეუმებისა და მუსიკალური მუზეუმების ამოცანები ამ საკითხში; 
    • ლიტერატურისა და მუსიკის თანხვედრა მსოფლიო შედევრების შექმნაში და ლიტერატურული და კომპოზიტორების მუზეუმების როლი ამ მიმართულებით;
    • ლიტერატურისა და მუსიკის როლი სხვადასხვა კატეგორიის მოსახლეობის შემოქმედებითი პოტენციალის განვითარებაში, ლიტერატურისა და  მუსიკალური პროფილის  მუზეუმების გამოცდილება ამ მიმართულებით. 
     
    ქართველ და უცხოელ კოლეგებთან ერთად, კონფერენციის ფარგლებში, გ. ლეონიძის სახ. ქართული ლიტერატურის სახელმწიფო მუზეუმში მოეწყობა მრგვალი მაგიდა შემდეგ საკითხებზე:
    • ლიტერატურის მუზეუმის დეფინიციის საკითხები თანამედროვე საზოგადოებაში; 
    • ლიტერატურის მუზეუმის ამოცანები თანამედროვე სამყაროში;
    • „ლიტერატურული მუზეუმის“ აღქმის ევოლუციის თანამედროვე კონტექსტი. 
     
    კონფერენციის ჩატარების ადგილი: 
    საქართველოს ეროვნული მუზეუმის აუდიტორია
    მისამართი: ფურცელაძის ქ. 1, 0105, თბილისი
     
    კონფერენციის სამუშაო ენა - ინგლისური და ქართული
     
    კონფერენციის პროგრამა  


    საკონტაქტო ინფორმაცია:
    ტელ: +995 593 478 164
    iclmtbilisi@gmail.com  (თბილისი)
    gala@tgk.tolstoy.ru (გალინა ალექსეევა, ICLM-ის პრეზიდენტი)
     

         
  • ყველა უფლება დაცულია © 2017
    საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტრო, ICOM-ის საქართველოს ეროვნული კომიტეტი, საქართველოს მუზეუმების ასოციაცია, კულტუროლოგიური კვლევის ასოციაცია