კონფერენციები

  • "მუზეუმ-ნაკრძალები - ისტორიის სათავეებთან"

  • 22–26 სექტემბერი, 2014


    კონფერენციის ორგანიზატორები
    ICOM/ICAMT და ICOM-ის საქართველოს ეროვნული კომიტეტი

    კონფერენციის მხარდამჭერები
    საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტრო
    საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტო.
    საქართველოს ეროვნული მუზეუმი

    1948 წლიდან მსოფლიოს სხვადასხვა ქალაქში იმართება ICAMT-ის ყოველწლიური კონფერენციები, რომელთა მიზანია სამუზეუმო სფეროს პროფესიონალებს შორის გამოცდილების გაზიარება.

    მიმდინარე წლის კონფერენციის თემაა მუზეუმ-ნაკრძალებიმუზეუმები, რომლებიც ფუძნდებიან ისტორიული აღმოჩენების ადგილას და მოგვითხრობენ ამ აღმოჩენებზე. კონფერენცია დაეთმობა მუზეუმ-ნაკრძალების ორგანიზების, დაგეგმარების და მშენებლობის საკითხებს, ასევემართვის თანამედროვე გამოწვევებს.
    ტრადიციულად, მუზეუმი ფოკუსირებულია კოლექციების დაცვაზე, კონსერვაციასა და ექსპონირებაზე მუზეუმ-ნაკრძალების როლი, გარკვეულწილად, განსხვავებულია:

    • რატომ – მუზეუმ–ნაკრძალი? ვისთვის და რისთვის ფუძნდება იგი?
    • რა არის (უნდა იყოს) მუზეუმ–ნაკრძალის როლი?
    • რას ელოდება მუზეუმ–ნაკრძალში მოსული ვიზიტორი?
    • ვინ არის მუზეუმ–ნაკრძალის ვიზიტორი? რამდენი ვიზიტორი შეიძლება ჰყავდეს მუზეუმ–ნაკრძალს?
    • რა სახის მომსახურებაა ხელმისაწვდომი მუზეუმ–ნაკრძალში?
    • როგორ გავუსვათ ხაზი მუზეუმ–ნაკრძალის ისტორიულად მნიშვნელოვან უბნებს? როგორ მოვახდინოთ ვიზიტორთა ყურადღების კონცენტრირება მათზე?
    • როდის სცემს პატივს მუზეუმ–ნაკრძალი აღმოჩენებს და როდის არ ხდება მათი მნიშვნელობის გადაფარვა?
    • როგორ უნდა შევქმნათ მუზეუმ–ნაკრძალის შესაბამისი ახალი არქიტექტურა?
    • რა განსაზღვრავს მუზეუმ-ნაკრძალების არქიტექტურას?
    • როგორ შეუძლია მუზეუმ-ნაკრძალს იყოს კრეატიული და თანამედროვე, და ამავე დროს, შეინარჩუნოს ნაკრძალის უნიკალობა და ღირსშესანიშნაობა?
    • როგორ გავხადოთ მუზეუმ–ნაკრძალი ეკონომიკურად სიცოცხლისუნარიანი?
    • როგორ გავხადოთ იგი მდგრადი?

    ამ და სხვა საკითხებზე კონფერენციის ფარგლებში მოეწყობა პრეზენტაციები, გაიმართება განხილვები და დისკუსიები.

    დაწვრილებითი ინფორმაცია იხილეთ კონფერენციის ვებ–გვერდზე: http://icamt.com/conferences/
    ელ–ფოსტა: tbilisi2014@icamt.com 
    საკონტაქტო ტელეფონები: 593 478 164 / 595 142 233

    საქართველოს ეროვნული მუზეუმის აუდიტორია, ს. ჯანაშიას სახელობის საქართველოს მუზეუმი
    (ფურცელაძის ქ. #1, თბილისი, საქართველო)
    https://www.facebook.com/events/
    პროგრამა

  • ყველა უფლება დაცულია © 2017
    საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტრო, ICOM-ის საქართველოს ეროვნული კომიტეტი, საქართველოს მუზეუმების ასოციაცია, კულტუროლოგიური კვლევის ასოციაცია