კონფერენციები

  • საერთაშორისო კონფერენცია "არამატერიალური კულტურული მემკვიდრეობის ინტერპრეტაცია მუზეუმებში"

  •  
    ევროპელ და კავკასიის რეგიონის სპეციალისტებისა  და ექსპერტების მონაწილეობით, 2012 წლის 27-28 ნოემბერს თბილისში, საქართველოს ეროვნულ მუზეუმში გაიმართა საერთაშორისო კონფერენცია თემაზე: “არამატერიალური კულტურული მემკვიდრეობის ინტერპრეტაცია მუზეუმებში”.
     
     კონფერენციის მუშაობის მიმართულებები და თემატიკა:
    • არამატერიალური კულტურული მემკვიდრეობის კვლევის, იდენტიფიკაციისა და პოპულარიზაციის მნიშვნელობა გლობალიზაციის პროცესის მიერ წარმოქმნილი გამოწვევების პირობებში;
    • არამატერიალური კულტურული მემკვიდრეობის  დაცვისა და კვლევის საკითხები  UNESCO-ს 2003 წლის არამატერიალური კულტურული მემკვიდრეობის კონვენციისა და ICOM-ის/ მუზეუმების საერთაშორისო საბჭოს რეკომენდაციების საფუძველზე;
    • არამატერიალური კულტურული მემკვიდრეობის ჩართვის საკითხები მუზეუმის კოლექციებისა და გამოფენების ინტერპრეტაციისპროცესში;
    • აქტივობათა თანამედროვე სტატუსის განხილვა მუზეუმების მიერ გამოყენებული მეთოდების იდენტიფიკაციით და შეფასებით;
    • კოორდინაციისა და თანამშრომლობის ხელშეწყობა არამატერიალური მემკვიდრეობის დაცვის კონცეფტუალური საფუძვლების შესწავლის, სტრატეგიების  განხილვის, გამოცდილების გაზიარების, ინტერპრეტაციის დაგეგმვისა და აქტივობების განვითარებისთვის;
    • რეგიონული ქსელის შექმნა მუზეუმის პროფესიონალებსა და კულტურის ინსტიტუციებს შორის არამატერიალური კულტურული მემკვიდრეობის სფეროში ეფექტური და მდგრადი ინტერპრეტაციის აქტივობებისა და სინერგიების მოძიებისთვის.
    კონფერენცია გაიმართა საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროს, ICOM-ის  საქართველოს ეროვნული კომიტეტის, “კავკასიის ფონდის”თბილისის სახელმწიფო სამხატვრო აკადემიისა და საქართველოს ეროვნული მუზეუმის თანაორგანიზატორობით.

      
  • ყველა უფლება დაცულია © 2017
    საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტრო, ICOM-ის საქართველოს ეროვნული კომიტეტი, საქართველოს მუზეუმების ასოციაცია, კულტუროლოგიური კვლევის ასოციაცია