კონფერენციები

  • საერთაშორისო კონფერენცია „შესაძლო საფრთხე საგანძურისთვის და მისი ევაკუაცია საგანგებო სიტუაციებისა და სტიქიური მოვლენების დროს“

  • 2012 წლის 8-12 ოქტომბერს საქართველოს ეროვნულ მუზეუში მოეწყო UNESCO-ს სისტემაში შემავალი მუზეუმების უსაფრთხოების ICOM-ის საერთაშორისო კომიტეტის (ICMS) ყოველწლიური კონფერენცია "შესაძლო საფრთხე საგანძურისთვის და მისი ევაკუაცია საგანგებო სიტუაციებისა და სტიქიური მოვლენების დროს“
    კონფერენციის მიზანი იყო წარმოედგინა ისეთი მუზეუმების უსაფრთხოების სისტემების თანამედროვე ტექნოლოგიები, როგორებიცაა ბერლინის მუზეუმის კუნძული, პრაღის ეროვნული გალერეა, ჩინეთის მუზეუმი და სხვა.
    კონფერენციაში მონაწილეობა მიიღეს ევროპის, აზიის, აფრიკისა და ჩრდილოეთ ამერიკის მუზეუმების უსაფრთხოების განყოფილების დირექტორებმა, წამყვანი მუზეუმებისა და სხვა დაწესებულებების მენეჯერებმა და უსაფრთხოების სისტემაში ფართოდ აღიარებულმა სპეციალისტებმა. ფორუმის მთავარი თემა იყო: მუზეუმების ძირითადი უსაფრთხოების სისტემები, კოლექციების ევაკუაცია, თანამშრომლებისა და კოლექციების უსაფრთხოება.
     
    კონფერენციის ორგანიზატორები:  მუზეუმების უსაფრთხოების ICOM-ის საერთაშორისო კომიტეტი (ICMS), საქართველოს ეროვნული მუზეუმი და ICOM-ის საქართველოს ეროვნული კომიტეტი.
  • ყველა უფლება დაცულია © 2017
    საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტრო, ICOM-ის საქართველოს ეროვნული კომიტეტი, საქართველოს მუზეუმების ასოციაცია, კულტუროლოგიური კვლევის ასოციაცია