ტრენინგები

  • ვორკშოპი სამხრეთ კავკასიის რეგიონის მუზეუმებისათვის ”მზადყოფნა და მენეჯმენტი ბუნებრივი კატასტროფებისა და შეიარაღებული კონფლიქტის პერიოდში”

  • 2011 წლის 3-7 ოქტომბერს თბილისში, საქართველოს ეროვნულ მუზეუმში გაიმართა ვორკშოპი სამხრეთ კავკასიის რეგიონის მუზეუმების მენეჯერებისათვის თემაზე: ”მზადყოფნა და მენეჯმენტი ბუნებრივი კატასტროფებისა და შეიარაღებული კონფლიქტის პერიოდში”. ვორკშოპი აგრძელებს საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროსა და ICOM-ის (მუზეუმების საერთაშორისო საბჭო) თანამშრომლობითა და თანადაფინანსებით დაგეგმილი და განხორციელებული სემინარების ციკლს სამხრეთ კავკასიის რეგიონის (საქართველო, აზერბაიჯანი და სომხეთი) მუზეუმების მენეჯერებისათვის.

     

    პროექტი დაფინანსდა საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროსა და ICOM-ის მიერ (ICOM Special Grant პროგრამის ფარგლებში). ვორკშოპი ჩატარდა ICOM DRTF-ს (ICOM-ის საგანგებო სიტუაციების კომიტეტი) პრეზიდენტის პროფ. თომას შულერის (გერმანია) და ANCBS-ის (BLUE SHIELD-ს ეროვნული კომიტეტების ასოციაციაცია) პრეზიდენტის კარლ ფონ ჰაბსბურგის (ავსტრია) ხელმძღვანელობით.

     

    ვორკშოპში მონაწილეობდა სამხრეთ კავკასიის რეგიონის მუზეუმების 20 მენეჯერი (მათ შორის საქართველოდან - 14). ვორკშოპის თემატიკამ მონაწილეებს გააცნო სხვადასხვა ტიპის სტიქიური კატასტროფების, შეიარაღებული კონფლიქტისა და ტერორიზმის პირობებში სამუზეუმო და კულტურული მემკვიდრეობის ნიმუშების დაცვის მიმართულებით არსებული მსოფლიო გამოცდილება და უახლესი ინფორმაცია რისკის მენეჯმენტის თანამედროვე მეთოდების შესახებ.

  • ყველა უფლება დაცულია © 2017
    საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტრო, ICOM-ის საქართველოს ეროვნული კომიტეტი, საქართველოს მუზეუმების ასოციაცია, კულტუროლოგიური კვლევის ასოციაცია