ტრენინგები

  • ტრენინგი “მუზეუმების რენოვაციის დაგეგმვა” საქართველოს მუზეუმების მენეჯერებისათვის ბარი ლორდის ხელმძღვანელობით

  • 2009 წლის 2-4 სექტემბერს თბილისში, საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროში ჩატარდა საქართველოს მუზეუმების მენეჯერებისათვის ტრენინგი/სემინარი თემაზე: “მუზეუმების რენოვაციის დაგეგმვა”, რომელიც გაიმართა სამუზეუმო საქმის მსოფლიოში აღიარებული ექსპერტის, საერთაშორისო სამუზეუმო ინსტიტუციის _ Lord Cultural Resources-ის პრეზიდენტის ბარი ლორდის ხელმძღვანელობით. ბარი ლორდის მიერ (გაილ ლორდთან ერთად) შექმნილია სამუზეუმო საქმის სფეროს 5 სახელმძღვანელო, რომლებიც UNESCO-სა და ICOM-ის მიერ მიჩნეულია საუკეთესო მეთოდურ სახელმძღვანელოებად მუზეუმებისათვის და დანერგილია სასწავლო

    სახელმძღვანელოებად აშშ-სა და ევროპის ქვეყნების 80-ზე უნივერსიტეტში. აშშ გამომცემლობა AltaMira Press-ის თანხმობით, საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროს დაფინანსებით და ICOM-ის საქართველოს ეროვნული კომიტეტის ხელშეწყობით, ქართულ ენაზე უკვე გამოიცა ბარი და გაილ ლორდების 2 სახელმძღვანელო - “სამუზეუმო საქმის მენეჯმენტი” და “სამუზეუმო ექსპოზიციების მენეჯმენტი”, რომლებიც საჩუქრად გადაეცა საქართველოს ყველა მუზეუმს, სამუზეუმო საქმით დაინტერესებულ ყველა ინსტიტუციას და დაინერგა სახელმძღვანელოებად საქართველოს 5 უმაღლეს სასწავლებელში კულტურის მენეჯმენტის, სამუზეუმო მენეჯმენტის, ხელოვნებათმცოდნეობისა და მუზეოლოგიის სპეციალობების სტუდენტებისათვის.
     

    ტრენინგი ჩატარდა საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სუმინისტროს დაფინანსებით, ICOM-ის საქართველოს ეროვნული კომიტეტისა და აბრეშუმის სახელმწიფო მუზეუმის თანაორგანიზატორობით. ტრენინგში მონაწილეობდა თბილისისა და საქართველოს სხვადასხვა რეგიონის მუზეუმების 40 მენეჯერი. მუზეუმების რენოვაციის (მათ შორის, არსებული სამუზეუმო ნაგებობების რეკონსტრუქციის დაგეგმვა) საკითხებთან ერთად, სემინარზე განხილული იქნება ქვეყნის 40-ზე მეტი მუზეუმის კონკრეტული პრობლემები და დასახული იქნება მათი გადაჭრის გზები შესაბამისი რეკომენდაციებით.

  • ყველა უფლება დაცულია © 2017
    საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტრო, ICOM-ის საქართველოს ეროვნული კომიტეტი, საქართველოს მუზეუმების ასოციაცია, კულტუროლოგიური კვლევის ასოციაცია