ტრენინგები

  • მრგვალი მაგიდა ”სამხრეთ კავკასიის მუზეუმების თანამშრომლობის ახალი პერსპექტივები”

  • 2010 წლის 23-24 დეკემბერს თბილისის სახელმწიფო სამხატვრო აკადემიაში გაიმართა მრგვალი მაგიდა თემაზე: ”სამხრეთ კავკასიის მუზეუმების თანამშრომლობის ახალი პერსპექტივები”, რომელშიც მონაწილეობდნენ აზერბაიჯანის, საქართველოსა და სომხეთის მუზეუმების წარმომადგენლები.
     

    მრგვალი მაგიდა გაიმართა საქართველოს, აზერბაიჯანისა და სომხეთის ICOM-ის ეროვნული კომიტეტების თაოსნობით და მიეძღვნა სამხრეთ კავკასიის სამომავლო თანამშრომლობის გაფართოებისა და გამოცდილების გაცვლის ახალი მეთოდების შემუშავების პრობლემებს. შეხვედრაზე განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო სამხრეთ კავკასიის სამივე ქვეყნის მუზეუმების აქტიური მონაწილეობის საკითხებს თანამშრომლობის ახალი ასპექტების განვითარების მიმართულებით, განხილული და დასახული იქნა კონკრეტული და პრაგმატული საპროექტო წინადადებები, რომლებიც ხელს შეუწყობს ახალი ინიციატივების დაგეგმვას და განხორციელებას. მათ შორის: ერთობლივი ვორკშოპებისა და კონფერენციების ჩატარება, გაცვლითი გამოფენების მოწყობა და სხვ.


    მრგვალი მაგიდის მუშაობაში მონაწილეობდა საქართველოს, აზერბაიჯანისა და სომხეთის სხვადასხვა მუზეუმების 18 წარმომადგენელი (მათ შორის საქართველოდან 12), ICOM-ის საქართველოს ეროვნული კომიტეტის თავმჯდომარის ინგა ქარაიას ხელმძღვანელობით.

  • ყველა უფლება დაცულია © 2017
    საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტრო, ICOM-ის საქართველოს ეროვნული კომიტეტი, საქართველოს მუზეუმების ასოციაცია, კულტუროლოგიური კვლევის ასოციაცია