ტრენინგები

  • მე-3 რეგიონული ვორკშოპი სამუზეუმო კონსერვაციის საკითხებზე სამხრეთ კავკასიის რეგიონის მუზეუმებისათვის

  • 2010 წლის 17-19 სექტემბერს, თბილისის სახელმწიფო სამხატვრო აკადემიაში გაიმართა ვორკშოპი სამხრეთ კავკასიის რეგიონის მუზეუმების მენეჯერებისათვის, რომელიც წარმოადგენდა ICOM-ისა (International Council of Museums) და ICOM-ის საქართველოს ეროვნული კომიტეტის თანამშრომლობით დაგეგმილი ტრეინინგების ციკლის გაგრძელებას. თანამედროვე სტანდარტებზე მუზეუმების გადასვლისთვის ხელშეწყობასთან ერთად, ანალოგიური ტრეინინგები მიზნად ისახავს სამხრეთ კავკასიის (საქართველო, აზერბაიჯანი და სომხეთი) მუზეუმების ურთიერთდაახლოებას და თანამშრომლობის სამომავლო პერსპექტივების დასახვას

    სამხატვრო აკადემიაში გამართული ვორკშოპის თემას წარმოადგენდა მუზეუმებში დაცული კულტურული მემკვიდრეობის ნიმუშების რესტავრაციისა და პრევენციული კონსერვაციის დონის გაუმჯობესება. ვორკშოპი ჩატარდა ICOM-CC-ს (ICOM-ის კონსერვაციის საერთაშორისო კომიტეტი) ექსპერტებისპროფესორ ჯეინ ბრაუნისა (ნორსამბრიის უნივერსიტეტის პრევენციული კონსერვაციისა და კულტურის მენეჯმენტის პროგრამების დირექტორი, დიდი ბრიტანეთი) და რობერტ ჩაილდის (სოტბის ინსტიტუტის, ვენის ხელოვნების უნივერსიტეტისა და უელსის უნივერსიტეტის პროფესორი, დიდი ბრიტანეთი) ხელმძღვანელობით.
     

    ვორკშოპში მონაწილეობდა საქართველოს, აზერბაიჯანისა და სომხეთის სხვადასხვა მუზეუმების 20 რესტავრატორი (მათ შორის საქართველოდან - 14), რომლებიც გაეცნენ ფერწერის, ქაღალდის, ქსოვილის, ქანდაკების, კერამიკის, მინის, ლითონისა და სხვა მასალისგან შექმნილი საგნების რესტავრაცია-კონსერვაციის თანამედროვე მეთოდებს და უახლეს ინფორმაციას რესტავრაციის სფეროში გამოყენებული ტექნოლოგიების შესახებ.

     
  • ყველა უფლება დაცულია © 2017
    საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტრო, ICOM-ის საქართველოს ეროვნული კომიტეტი, საქართველოს მუზეუმების ასოციაცია, კულტუროლოგიური კვლევის ასოციაცია