ტრენინგები

  • 2 ადგილობრივი ტრენინგი საქართველოს მუზეუმების ფონდების მცველებისათვის

  • 2009 წლის 29-30 აპრილს და 3-4 ივნისს ჩატარდა 2 ტრენინგი აღმოსავლეთ და დასავლეთ საქართველოს რეგიონების მუზეუმების ფონდების მცველებისათვის სამუზეუმო საქმის საკვანძო საკითხებზე: სამუზეუმო კოლექციების დაცვა (ტრენერი ნანა კიკნაძე), სამუზეუმო პროექტების მომზადება (ტრენერი სალომე ცისკარიშვილი), მუზეუმი და მისი მომხმარებლები (ტრენერი მიხეილ წერეთელი), მცველის როლი მუზეუმის მუდმივი გამოფენების მოწყობაში (ტრენერი ინგა ქარაია), საგანმანათლებლო პროგრამების მომზადება (ტრენერი ნინო გედევანიშვილი)
     

    ტრენინგებში მონაწილეობდა აღმოსავლეთ საქართველოს (რუსთავი, თელავი, ხაშური, კასპი, სიღნაღი, გორი, დედოფლისწყარო, ყვარელი და სხვ.) და დასავლეთ საქართველოს (ქუთაისი, ჭიათურა, საჩხერე, ხარაგაული, სამტრედია, მარტვილი, ფოთი, ლენტეხი, სენაკი, წყალტუბო, ჩოხატაური, საჩხერე, ზუგდიდი, ოზურგეთი, ჩხოროწყუ და სხვ.) სხვადასხვა რაიონის მუზეუმების 52 ფონდის მცველი. ტრენინგები ჩატარდა გიორგი ლეონიძის სახ. ქართული ლიტერატურის სახელმწიფო მუზეუმში, საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროს დაფინასებით და ICOM-ის საქართველოს ეროვნული კომიტეტის ხელშეწყობით.

     

         

  • ყველა უფლება დაცულია © 2017
    საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტრო, ICOM-ის საქართველოს ეროვნული კომიტეტი, საქართველოს მუზეუმების ასოციაცია, კულტუროლოგიური კვლევის ასოციაცია