ტრენინგები

  • მე-2 რეგიონული ვორკშოპი სამხრეთ კავკასიის რეგიონის მუზეუმებისათვის - „საგანმანათლებლო პროგრამები და კულტურული აქციები მუზეუმებში“.

  • 2009 წლის 14-17 ოქტომბერს თბილისში გაიმართა ტრეინინგი სამხრეთ კავკასიის რეგიონის მუზეუმების მენეჯერებისათვის - „საგანმანათლებლო პროგრამები და კულტურული აქციები მუზეუმებში“. თრეინინგი წარმოადგენდა საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროსა და ICOM-ის (მუზეუმების საერთაშორისო საბჭო) თანამშრომლობით და თანადაფინანსებით დაგეგმილი და განხორციელებული ტრენინგების ციკლს სამხრეთ კავკასიის რეგიონის (საქართველო, აზერბაიჯანი და სომხეთი) მუზეუმების მენეჯერებისათვის.
     

    ტრეინინგი ჩატარდა ICOM CECA-ს (საგანმანათლებლო პროგრამებისა და კულტურული აქციების საერთაშორისო კომიტეტი) ექსპერტების - მარი-კლარტე ო’ნილის (ლუვრის საგანმანათლებლო პროგრამების ინსტიტუტის პროფესორი, საფრანგეთი) და ნიკოლ გეშე-ქონინგის ბრიუსელის ხელოვნების სამეფო აკადემიის პროფესორი, ბელგია) ხელმძღვანელობით. ტრეინინგში მონაწილეობდა სამხრეთ კავკასიის რეგიონის მუზეუმების საგანმანათლებლო პროგრამების 18 მენეჯერი, რომლებიც გაეცნენ მუზეუმებში საგანმანათლებლო პროგრამებისა და კულტურული აქციების განხორციელების მიმართულებით არსებულ საერთაშორისო გამოცდილებას, ანალოგიური პროგრამების შემუშავების, დაგეგმვისა და განხორციელების თანამედროვე მეთოდებს.
     

    პროექტი დაფინანსდა საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროსა და ICOM-ის მიერ Support to the ICOM network: implementation of the ICOM Strategic Plan for 2008-2010 პროგრამის ფარგლებში). ტრენინგი გაიმართა ალ. დიუმას ცენტრში, საქართველოს ეროვნული მუზეუმის ხელშეწყობით.

  • ყველა უფლება დაცულია © 2017
    საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტრო, ICOM-ის საქართველოს ეროვნული კომიტეტი, საქართველოს მუზეუმების ასოციაცია, კულტუროლოგიური კვლევის ასოციაცია