ტრენინგები

  • 2 ადგილობრივი ტრენინგი საქართველოს მუზეუმების მენეჯერებისათვის

  • 2009 წლის 20-23 ივნისს და 28-30 ივნისს ჩატარდა 2 ტრენინგი აღმოსავლეთ და დასავლეთ საქართველოს რეგიონების მუზეუმების მენეჯერებისათვის სამუზეუმო საქმის საკვანძო საკითხებზე: სამუზეუმო საქმის მენეჯმენტი, სამუზეუმო ექსპონატების პასპორტიზაცია, საგანმანათლებლო პროგრამების შემუშავება მუზეუმებში, სტაციონარული და პერიოდული ექსპოზიციების მოწყობა მუზეუმებში.

    ტრენინგები ჩატარდა სამუზეუმო საქმის ქართველ ექსპერტთა ჯგუფის მიერ, რომელიც შედგებოდა ანალოგიური საერთაშორისო ტრენინგების ორგანიზებასა და მონაწილეობაში გარკვეული გამოცდილების მქონე პირებისაგან - საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროს, ICOM–ის საქართველოს ეროვნული კომიტეტისა და საქართველოს ეროვნული მუზეუმის წარმომადგენლებისაგან

    (მარიამ ბურჭულაძე, ნინო გედევანიშვილი, ირინა კოშორიძე, ინგა ქარაია, სალომე ცისკარიშვილი, მიხეილ წერეთელი). ტრენინგებში მონაწილეობდა აღმოსავლეთ საქართველოს (თელავი, ხაშური, კასპი, სიღნაღი, გორი, დედოფლისწყარო, რუსთავი ყვარელი და სხვ.) და დასავლეთ საქართველოს (ქუთაისი, ჭიათურა, საჩხერე, ხარაგაული, სამტრედია, მარტვილი, ფოთი, ზუგდიდი, ოზურგეთი, ჩხოროწყუ და სხვა) სხვადასხვა რაიონის მუზეუმების 50 მენეჯერი (დირექტორები ან დირექტორის მოადგილეები).


    აღმოსავლეთ საქართველოს მუზეუმების მენეჯერებისათვის ტრენინგი ჩატარდა სიღნაღის მუზეუმში (საქართველოს ეროვნული მუზეუმი), დასავლეთ საქართველოს მუზეუმების მენეჯერებისათვის - დადიანების სასახლეთა ისტორიულ-არქიტექტურულ მუზეუმში (ზუგდიდი). ტრენინგის მონაწილეებს საჩუქრად გადაეცათ საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროს მიერ გამოცემული ბარი და გაილ ლორდების “სამუზეუმო საქმის მენეჯმენტი” და “სამუზეუმო ექსპოზიციების მენეჯმენტი”. ტრენინგები ჩატარდა საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროს დაფინანსებით და ICOM–ის საქართველოს ეროვნული კომიტეტის ხელშეწყობით.

     

         

  • ყველა უფლება დაცულია © 2017
    საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტრო, ICOM-ის საქართველოს ეროვნული კომიტეტი, საქართველოს მუზეუმების ასოციაცია, კულტუროლოგიური კვლევის ასოციაცია