ტრენინგები

  • ტრეინინგი სამუზეუმო საქმის მენეჯმენტის საკითხებზე სამხრეთ კავკასიის ქვეყნების მუზეუმებისათვის

  • გასულ წლებში UNESCO-სა და სამუზეუმო საქმის ექსპერტების მოკვლევის შედეგად გაირკვა, რომ სამხრეთ კავკასიის ქვეყნების (აზერბაიჯანი, საქართველო და სომხეთი) მუზეუმებს საერთო პრობლემები აქვს და ეს დაკავშირებულია უაღრესად მწირ სახელმწიფო დაფინანსებასთან და განსაკუთრებით, თანამედროვე სამუზეუმო მენეჯმენტის განუვითარებლობასა და ტრეინინგების არასაკმარისობასთან.

    ზემოხსენებული ფაქტორებისა და მუზეუმების იმ უდიდესი როლის გათვალისწინებით, რაც მათ აკისრია კულტურული მემკვიდრეობის დაცვისა და პოპულარიზაციის საქმეში, ICOM-ის საქართველოს ეროვნული კომიტეტის მიერ შემუშავდა პროექტი _ "ტრეინინგი სამუზეუმო მენეჯმენტის საკითხებზე სამხრეთ კავკასიის ქვეყნების მუზეუმებისათვის"; ICOM-მა (International Council of Museums) გამოიჩინა კეთილი ნება და ICOM-ის 60 წლისთავის აღსანიშნად გამოყოფილი კონტრიბუციისა და SPECIAL PROJECTS GRANT FOR 2007-ის ფარგლებში, დააფინანსა პროექტი, რომელიც ითვალისწინებდა სამხრეთ კავკასიის ქვეყნების (აზერბაიჯანი, საქართველო და სომხეთი) სამუზეუმო საქმის წარმომადგენელთა მონაწილეობას ტრეინინგში (თანადამფინანსებელი: საქართველოს კულტურის, ძეგლთა დაცვისა და სპორტის სამინისტრო).
     

     

    ICOM-ის საქართველოს ეროვნული კომიტეტისა და INTERCOM-ის (International Committee on Management) თანამშრომლობით შემუშავებული ტრეინინგის პროგრამა მიზნად ისახავდა სამუზეუმო მენეჯმენტის იმ საკვანძო პრობლემების განხილვას, რომელიც განსაკუთრებით საჭიროებს განვითარებას. ტრეინინგი გაიმართა 2008 წლის 4-8 თებერვალს, თბილისში, საქართველოს ეროვნულ მუზეუმში ტრეინინგის მუშაობას ხელმძღვანელობდნენ INTERCOM-ის ექსპერტები: კრისტიან უოლტლი (საბჭოს წევრი, ავსტრია) და მერილინ სკოტი (ვოკინგის ლაითბოქსის დირექტორი, დიდი ბრიტანეთი). ტრეინინგი გაიარა სამხრეთ კავკასიის ქვეყნების 23 მუზეუმის წარმომადგენელმა (დირექტორები, დირექტორის მოადგილეები, კურატორები, მენეჯერები). ტრეინინგის სესიებზე განხილული იქნა სტრატეგიული დაგეგმვის, მუზეუმის მენეჯმენტის, აუდიტორიის განვითარების, სამუზეუმო სწავლების, ვიზიტიორთა მომსახურების, XXI საუკუნის მუზეუმების განვითარებისა და სხვა საკითხები. ტრეინინგის პროგრამაში გათვალისწინებული იყო არა მხოლოდ ლექციები და პრეზენტაციები, არამედ აგრეთვე უაღრესად პრაქტიკული დემონსტრაციები და ჯგუფური სამუშაოები. შესაბამისად, მონაწილეებს ჰქონდათ შესაძლებლობა არა მხოლოდ გასცნობოდნენ მათთვის მეტად მნიშვნელოვან ინფორმაციას, არამედ განეხილათ აგრეთვე ამ ინფორმაციის გამოყენების შესაძლებლობა საკუთარი მუზეუმების კონკრეტულ სიტუაციებში.
     

     

    უაღრესად პრაქტიკული და საჭირო ინფორმაციის მიწოდებასთან ერთად, ტრენინგის ჩატარება ძალზე მნიშვნელოვანი იყო სამხრეთ კავკასიის სამივე ქვეყნის მუზეუმების წარმომადგენლებისათვის, ვინაიდან მათ მიეცათ შესაძლებლობა ერთობლივად ემსჯელათ ყველა მათგანისათვის საერთო პრობლემების გადაჭრის გზებზე და დაესახათ სამომავლო თანამშრომლობის პერსპექტივები.



    ტრეინინგმა “სამუზეუმო მენეჯმენტის საკითხებზე სამხრეთ კავკასიის ქვეყნების მუზეუმებისათვის" მუზეუმების წარმომადგენელთა დიდი დაინტერესებაგამოიწვია და ძალზე მნიშვნელოვანი იყო რამდენიმე თვალსაზრისით. უპირველეს ყოვლისა, ასეთი პროფესიული დონის ტრეინინგი უაღრესად საჭიროა სამხრეთ კავკასიის სამივე ქვეყნის მუზეუმებისათვის, რათა მათი საქმიანობა გაუტოლდეს თანამედროვე საერთაშორისო სტანდარტებს. ყოველივე ეს კიწარმოუდგენელია სამუზეუმო საქმის სპეციალისტების შესაბამისი მომზადების, თანამედროვე სამუზეუმო მენეჯმენტისა და საგანმანათლებლო თუ სხვა პროგრამების განვითარებისგარეშე. წინააღმდეგ შემთხვევაში, რეგიონის მუზეუმები დადგება მნახველთათვის მათიმიმზიდველობისა და შესაძლოა, მომავალი თაობებისათვის კულტურული მემკვიდრეობის შენარჩუნების შესაძლებლობის დაკარგვის საშიშროებისწინაშე.
     

    ტრეინინგი "სამუზეუმო მენეჯმენტის საკითხებზე სამხრეთ კავკასიის ქვეყნების მუზეუმებისათვის" წარმატებით ჩატარდა დამიღწეულ იქნა ყველა დასახული მიზანი. მათ შორის, ICOM-ის სტრატეგიული გეგმის იმ მიზნების განხორციელება, რომელიც გულისხმობს ცოდნის გავრცელებასა და პროაქტიურობას. ტრეინინგის პროგრამა სასარგებლო, საინტერესო და შთამაგონებელი იყო ყველა მონაწილისათვის. სემინარის ორგანიზებაში ICOM-ის საქართველოს ეროვნული კომიტეტისა და INTERCOM-ის თანამშრომლობა მეტად ნაყოფიერი აღმოჩნდა და მნიშვნელოვანი დახმარება გაუწია მას შემდგომ განვითარებასა და ქვეყანაში მიმდინარე სამუზეუმო რეფორმის მხარდაჭერაში

  • ყველა უფლება დაცულია © 2017
    საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტრო, ICOM-ის საქართველოს ეროვნული კომიტეტი, საქართველოს მუზეუმების ასოციაცია, კულტუროლოგიური კვლევის ასოციაცია