ტრენინგები

  • ტრენინგი აჭარის მუზეუმებისათვის ”მუზეუმის მართვის თანამედროვე ტენდენციები”

  • აჭარაში მოქმედი მუზეუმების თანამშრომლების პროფესიული განვითარების ხელშეწყობის მიზნით განათლების, კულტურისა და სპორტის სამინისტროში საქართველოს მუზეუმების ასოციაციის ექსპერტთა ხელმძღვანელობით ჩატარდა ტრენინგი მუზეუმის მენეჯმენტის თანამედროვე ტენდენციების საკითხებზე აჭარის 7 მუზეუმის სპეციალისტებისთვის. ტრენინგი ორ ეტაპს მოიცავდა (2016 წლის 26-28 აგვისტო და 7-10 სექტემბერი) და მასში მონაწილეობისთვის მუზეუმების 18 თანამშრომელი შეირჩა


    პროექტის შედეგები:

    • მომზადდა 7 მუზეუმის მისია, ხედვა და ფასეულობები, რომლის ქართულ-ინგლისური ვერსია სამომავლოდ საქართველოს მუზეუმების ასოციაციის მიერ განთავსდება საქართველოს მუზეუმების ვებ-გვერდზე: www.georgianmuseums.ge 
    • მომზადდა 7 მუზეუმის სტეიკჰოლდერების ჩამონათვალი ამჟამად არსებული ურთიერთობების მითითებით.
    • მომზადდა 6 მუზეუმის 16 საპროექტო წინადადება პოტენციურ დონორებთან წარსადგენად.
    • ტრენინგის 14 მონაწილის მიერ (ანონიმურად) შევსებული იქნა ტრენინგის შეფასების კითხვარი, რაც ცხადყოფს პროექტის განხორციელების შინაარსობრივი და ხარისხობრივი მხარის დადებით შეფასებას და მონაწილეთა სურვილს - განხორციელდეს ანალოგიური ტიპის ტრენინგები სამუზეუმო მენეჯმენტის სხვა თემებზეც.
    • ტრენინგის მონაწილეები გაეცნენ საერთაშორისო სამუზეუმო სივრცეში მიმდინარე სიახლეებს და მართვის ნოვაციურ ტენდენციებს ქართულ და უცხოურ გამოცდილების მაგალითებზე დაყრდნობით. ასევე მიიღეს გარკვეული რეკომენდაციები საკუთარი მუზეუმის საქმიანობის გაუმჯობესებისათვის საჭირო აქტივობებზე.
    • ტრენინგის ყველა მონაწილეს გადაეცა „მუზეუმის გიდების სახელმძღვანელო“, აგრეთვე 3 მეთოდოლოგიური სახელმძღვანელოს PDF ვერსია (ბ. და გ. ლორდების „სამუზეუმო საქმის მენეჯმენტი“, „სამუზეუმო ექსპოზიციის სახელმძღვანელო“, ჯ. პულის „ფულის მენეჯმენტი“), საქართველოს მუზეუმების ასოციაციის მიერ შემუშავებული 2 კითხვარი (ვიზიტიორის კითხვარი, მუზეუმის კითხვარი), რაც დიდად წაადგება მათ საქმიანობას.
  • ყველა უფლება დაცულია © 2017
    საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტრო, ICOM-ის საქართველოს ეროვნული კომიტეტი, საქართველოს მუზეუმების ასოციაცია, კულტუროლოგიური კვლევის ასოციაცია