ტრენინგები

  • ეროვნული ტრენინგი საქართველოს მუზეუმებისთვის სამუზეუმო მარკეტინგის საკითხებზე

  • 2016 წლის 24 - 25 სექტემბერს საქართველოს ეროვნულ მუზეუმში (ს. ჯანაშიას მუზეუმის ტრენინგების დარბაზი, რუსთაველის გამზ. 3) ჩატარდა ტრენინგი საქართველოს მუზეუმების სპეციალისტებისათვის თემაზე: „მარკეტინგის საკითხები მუზეუმებში“, რომელიც ინიცირებული და ორგანიზებულია ICOM-ის საქართველოს ეროვნული კომიტეტის მიერ და განხორციელდა საქართველოს ეროვნული მუზეუმის, საქართველოს ხალხური და გამოყენებითი ხელოვნების მუზეუმისა და საქართველოს თეატრის, მუსიკის, კინოსა და ქორეოგრაფიის სახელმწიფო მუზეუმის (ხელოვნების სასახლე) მხარდაჭერით.
     
    ტრენინგის პროგრამით გათვალისწინებული სწავლების პროცესს ხელმძღვანელობდა ბიორნ სტენვერსი - სამუზეუმო მარკეტინგის წამყვანი ექსპერტი, ამსტერდამის მუზეუმების ფონდის დირექტორი, ICOM/MPR-ის (ICOM-ის სამუზეუმო მარკეტინგისა და პიარის საერთაშორისო კომიტეტი) საბჭოს წევრი. ტრენინგში მონაწილეობას მისაღებად შეირჩა საქართველოს მუზეუმების შესაბამისი მიმართულებით მომუშავე 15 სპეციალისტი. თეორიულ-პრაქტიკული სწავლების პროცესში მონაწილეები გაეცვნენ სამუზეუმო მარკეტინგის არსს, პრინციპებსსაკვანძო როლს მუზეუმების განვითარებისა და 21-ე საუკუნის გამოწვევების საპასუხოდ, მუზეუმებში ბიზნეს-კულტურის შექმნის მნიშვნელობას, სამუზეუმო მარკეტინგის
    მიმართულებით მსოფლიოში არსებულ საუკეთესო პრაქტიკულ გამოცდილებას. ტრენინგის ფარგლებში შემუშავდა  რეკომენდაციები საქართველოს მუზეუმებში სამუზეუმო მარკეტინგის განვითარებისათვის.
     
    ტრენინგის ჩატარებამ ხელს შეუწყო საქართველოს მუზეუმების თანამშრომელთა კვალიფიკაციის ამაღლებას მუზეუმებში მარკეტინგული საქმიანობის განვითარების, მუზეუმებში ალტერნატიული დაფინანსების მოზიდვისა და გარკვეული კომერციული უნარ - ჩვევების გამომუშავების მიმართულებით.
  • ყველა უფლება დაცულია © 2017
    საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტრო, ICOM-ის საქართველოს ეროვნული კომიტეტი, საქართველოს მუზეუმების ასოციაცია, კულტუროლოგიური კვლევის ასოციაცია