ტრენინგები

  • ტრეინინგები საქართველოს მუზეუმების წარმომადგენლებისათვის თემაზე: „მუზეუმებში დამატებითი სახსრების მოზიდვის (Fundraising) საკითხები“

  • საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროს ხელშეწყობით, ICOM-ის საქართველოს ეროვნული კომიტეტისკულტუროლოგიური კვლევის ასოციაციისა და საქართველოს მუზეუმების ასოციაციის ორგანიზებით 2015 წლის 13-16 ივლისს თბილისის სახელმწიფო სამხატვრო აკადემიის ბაზაზე ხორციელდება ტრეინინგები საქართველოს მუზეუმების წარმომადგენლებისათვის თემაზე: „მუზეუმებში დამატებითი სახსრების მოზიდვის (Fundraising) საკითხები“
     
    პროექტი აგრძელებს საქართველოს მუზეუმების განვითარებისა და ხელშეწყობის მიზნით საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროს დაფინანსებით და არასამთავრობო ორგანიზაციების ორგანიზატორობით 2008-2014 წლებში ჩატარებული ტრეინინგების სერიას (11 ტრეინინგი).
     
    პროექტის ფარგლებში, საქართველოს სხვადასხვა რეგიონის 40 მუზეუმის თანამშრომელი გაივლიან თეორიულ და პრაქტიკულ სწავლებას მუზეუმებში დამატებითი სახსრების მოზიდვის (Fundraising), საპროექტო განაცხადის შემუშავებისა და პროექტის მენეჯმენტის მიმართულებით, გაეცნობიან სამუზეუმო მარკეტინგის სტრატეგიებს და თანამედროვე მეთოდოლოგიებს, რაც ხელს შეუწყობს მათი საქმიანობის გაუმჯობესებას მუზეუმში დამატებითი დაფინანსების მოზიდვისა და გარკვეული კომერციული უნარ-ჩვევების გამომუშავების მიმართულებით
     
    ტრეინინგები ტარდება სამუზეუმო საქმის ქართველ ექსპერტთა ხელმძღვანელობით, რომლებსაც გავლილი აქვთ სტაჟირება და ტრეინინგ-პროგრამები აშშ, საფრანგეთის, დიდი ბრიტანეთის, საბერძნეთის, ავსტრიის, იტალიის, ფინეთის, ლატვიისა და სხვა ქვეყნების მუზეუმებში, რაც წარმოადგენს პროექტის ეფექტურად და მაღალ დონეზე განხორციელების მნიშვნელოვან გარანტს
     
    ანალოგიური ტრეინინგების ორგანიზება ხელს შეუწყობს ქვეყნის მუზეუმებში ქმედითი რეფორმის განხორციელებას, სამუზეუმო მენეჯმენტის დონის ამაღლებას, განვითარების ინოვაციური სტანდარტების დანერგვას, მუზეუმებში კულტურულ-საგანმანათლებლო და სხვა პროგრამების განვითარებას საერთაშორისო გამოცდილებაზე დაყრდნობით, რაც დიდად წაადგება ქვეყნის მუზეუმების თანამედროვე სტანდარტებზე გადასვლას XXI საუკუნის მოთხოვნებისა და გამოწვევების საპასუხოდ.

     
  • ყველა უფლება დაცულია © 2017
    საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტრო, ICOM-ის საქართველოს ეროვნული კომიტეტი, საქართველოს მუზეუმების ასოციაცია, კულტუროლოგიური კვლევის ასოციაცია