ტრენინგები

  • მუზეუმის განვითარების კონცეფციის შემუშავების საკითხები

  • ვორკშოპი საქართველოს მუზეუმების მენეჯერებისათვის
     
    2013 წლის 2,3 დეკემბერს, საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროს ხელშეწყობით, თბილისის სახელმწიფო სამხატვრო აკადემიაში გაიმართა ვორკშოპი თემაზე: „მუზეუმის განვითარების კონცეფციის შემუშავების საკითხები“. ვორკშოპში მონაწილეობდა საქართველოს ოცდაათი მუზეუმის მენეჯერი, რომელთაც მიიღეს თანამედროვე სტანდარტის მეთოდოლოგიურ რეკომენდაციები მუზეუმის განვითარების ძირითადი საფუძვლების, ორგანიზაციული განვითარების (მართვა, ფინანსური დაგეგმვა,ოპერირება და აუდიტორია), ვიზიტორთა მომსახურების, პარტნიორთა ქსელის გაფართოების, მარკეტინგის, საზოგადოებასთან ურთიერთობისა (PR) და სხვა აქტუალურ საკითხებზე.
    ვორკშოპის გავლის შემდეგ ყველა მონაწილე საკუთარი მუზეუმის განვითარების კონცეფციის შექმნაზე იმუშავებს, რომელიც, სამომავლოდ, საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროს მიერ უნდა დამტკიცდეს.
    ვორკშოპი ჩატარდა ICOM-ის (მუზეუმების საერთაშორისო საბჭო) ექსპერტების: ლივერპულის ეროვნული მუზეუმების დირექტორის, ICOM INTERCOM-ის (მენეჯმენტის საერთაშორისო კომიტეტი) პრეზიდენტის დევიდ ფლემინგისა (დიდი ბრიტანეთი) და KULTURAGENDA (მუზეუმების, კულტურისა და აუდიტორიის ინსტიტუტი) დირექტორი კრისტიან უოლტლის (ავსტრია) მიერ
     
    ორგანიზატორები:
    საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტრო
    კულტუროლოგიური კვლევის ასოციაცია
    ICOM-ის საქართველოს ეროვნული კომიტეტი
    ICOM INTERCOM - სამუზეუმო მენეჯმენტის საერთაშორისო კომიტეტი
    KULTURAGENDA - მუზეუმების, კულტურისა და აუდიტორიის ინსტიტუტი
  • ყველა უფლება დაცულია © 2017
    საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტრო, ICOM-ის საქართველოს ეროვნული კომიტეტი, საქართველოს მუზეუმების ასოციაცია, კულტუროლოგიური კვლევის ასოციაცია