ტრენინგები

  • მუზეუმის განვითარების კონცეფციის შემუშავების საკითხები

  • ვორკშოპი აჭარის მუზეუმების მენეჯერებისთვის
    30 ნოემბერი - 1 დეკემბერი
    4-5 დეკემბერი, 2013 


    ICOM -ის საქართველოს ეროვნული კომიტეტისა და აჭარის განათლების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს მიერ შემუშავდა პროექტი - ვორკშოპი აჭარის მუზეუმების მენეჯერებისთვის "მუზეუმის განვითარების შემუშავების საკითხებზე". ვორკშოპი ორ ეტაპად ჩატარდა: პირველ ეტაპზე ვორკშოპი ჩატარდა სამუზეუმო საქმის ექსპერტების ინგა ქარაიას (საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრის მრჩეველიICOM-ის საქართველოს ეროვნული კომიტეტის თავმჯდომარე) და მარიამ ბურჭულაძის (საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროს მუზეუმების სამმართველოს უფროსი) ხელმძღვანელობით, რომელთაც მონაწილეებს გააცვნეს მუზეუმის განვითარების კონცეფციის ძირითადი საფუძვლები, ხოლო მეორე ეტაპზე Kulturagenda - მუზეუმების კულტურის მეწარმეობისა და აუდიტორიის ინსტიტუტის დირექტორმა კრისტიან უოლტლმა მონაწილეებს ვორკშოპი ჩაუტარა შემდეგ თემებზე: მუზეუმის პერსპექტიულად დაგეგმვის საფუძვლები, მისიის შემუშავება, ორგანიზაციული განვითარება, ფინანსური მენეჯმენტი, აუდიტორიის განვითარება
    ვორკშოპში მონაწილეობა მიიღო აჭარის მუზეუმების 23 მენეჯერმა, ბათუმის ხელოვნების უნივერსიტეტის პროფესორებმა და სტუდენტებმა, აგრეთვე კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სააგენტოს მენეჯერებმა.

    ორგანიზატორები:
    ICOM -ის საქართველოს ეროვნული კომიტეტი
    აჭარის განათლების, კულტურისა და სპორტის სამინისტრო
    Kulturagenda - მუზეუმების, კულტურის მეწარმეობისა და აუდიტორიის ინსტიტუტი, ავსტრია


    იხ. www.facebook.com/icomgeorgia 


  • ყველა უფლება დაცულია © 2017
    საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტრო, ICOM-ის საქართველოს ეროვნული კომიტეტი, საქართველოს მუზეუმების ასოციაცია, კულტუროლოგიური კვლევის ასოციაცია