ტრენინგები

  • "არამატერიალური კულტურული მემკვიდრეობის ინტერპრეტაცია მუზეუმებში" - მე-5 რეგიონალური ვორკშოპი სამხრეთ კავკასიის რეგიონის მუზეუმებისთვის








  • 2012 წლის 25-28 ნოემბერს საქართველოს ეროვნულ მუზეუმში (თბილისიგაიმართა მე-5 ვორკშოპი სამხრეთ კავკასიის რეგიონის მუზეუმების მენეჯერებისათვის თემაზე: “არამატერიალური კულტურული მემკვიდრეობის ინტერპრეტაცია მუზეუმებში”. ვორკშოპი აგრძელებს საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროსა და ICOM-ის (მუზეუმების საერთაშორისო საბჭო) საქართველოს ეროვნული კომიტეტის თანამშრომლობით დაგეგმილი და განხორციელებული სემინარების ციკლს სამხრეთ კავკასიის რეგიონის (საქართველო,  აზერბაიჯანი და  სომხეთი) მუზეუმების მენეჯერებისათვის

    ვორკშოპი ჩატარდა ინკლუზიური მუზეუმების საერთაშორისო ინსტიტუტის დირექტორის პროფესორ  ამარესვარ გალას (დანია) და სპლიტის უნივერსიტეტის პროფესორ ჯოშკო ბოჟანიჩის (ხორვატიახელმძღვანელობით. ვორკშოპში მონაწილეობა მიიღო სამხრეთ კავკასიის რეგიონის მუზეუმების ოცდაორმა მენეჯერმა (მათ შორის საქართველოდან -  16 მონაწილე). ვორკშოპის თემატიკით მონაწილეები გაეცვნენ მუზეუმებში არამატერიალური კულტურული მემკვიდრეობის ნიმუშების ინტერპრეტაციისა და პოპულარიზაციის მიმართულებით არსებულ მსოფლიო გამოცდილებას, აგრეთვე უახლეს ინფორმაციას და რეკომენდაციებს მისი განხორციელების  თანამედროვე მეთოდების შესახებ.
    ვორკშოპი ჩატარდა ICOM-ის (მუზეუმების საერთაშორისო საბჭო) პროგრამის "ICOM Special Projects 2012" ფარგლებშისაქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროსთბილისის სახელმწიფო სამხატვრო აკადემიის, საქართველოს მუზეუმების ასოციაციისა და საქართველოს ეროვნული მუზეუმის თანამშრომლობით.



     


  • ყველა უფლება დაცულია © 2017
    საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტრო, ICOM-ის საქართველოს ეროვნული კომიტეტი, საქართველოს მუზეუმების ასოციაცია, კულტუროლოგიური კვლევის ასოციაცია