ტრენინგები

  • ეროვნული ტრეინინგები საქართველოს რეგიონული მუზეუმების საგანმანათლებლო პროგრამების კურატორებისა და გიდებისათვის

  • 2012 წლის 3-7 ივლისს თბილისის სახელმწიფო სამხატვრო აკადემიაში გაიმართა ეროვნული ტრენინგები საქართველოს რეგიონული მუზეუმების თანამშრომლებისათვის.  ტრეინინგები აგრძელებს საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროს დაფინანსებით და ICOM-ის საქართველოს ეროვნული კომიტეტის ორგანიზებით  დაგეგმილი და განხორციელებული ტრეინინგების ციკლს საქართველოს მუზეუმების მენეჯერებისათვის
    ტრეინინგები ჩატარდა საქართველოს მუზეუმების ასოციაციასთან თანამშრომლობით სამუზეუმო საქმის ქართველ ექსპერტთა ჯგუფის მიერ და მათში მონაწილეობას მიიღო საქართველოს რეგიონული მუზეუმების 40 თანამშრომელმა (საგანმანათლებლო პროგრამების კურატორები და მუზეუმის გიდები). ტრეინინგის პროგრამა მოიცავდა შემდეგ საკითხებს: 21-ე საუკუნის გამოწვევები, კრეატიულობა და მუზეუმი, მუზეუმის აუდიტორიის კვლევა, საგანმანათლებლო პროგრამებისა და კულტურული აქციების განხორციელება მუზეუმებში, მუზეუმის გიდების პროფესიული სტანდარტების დანერგვა საქართველოს მუზეუმებში, სამუზეუმო კოლექციების მოვლის საკითხები. ტრენერები: ნანა კუპრაშვილი, ინგა ქარაია, ნინო გედევანიშვილი, სალომე ცისკარიშვილი, მიხეილ წერეთელი
    სამუზეუმო საქმის საკვანძო საკითხებზე ასეთი ტრეინინგების ჩატარება ხელს შეუწყობს  საქართველოს მუზეუმებში მიმდინარე რეფორმას, რომლის ერთ-ერთ მთავარ პრიორიტეტს წარმოადგენს მუზეუმების განვითარების ინოვაციური სტანდარტების დანერგვა საერთაშორისო გამოცდილების გათვალისწინებით, მუზეუმში კულტურულ-საგანმანათლებლო პროგრამების ფუნქციების განვითარება და მუზეუმებში გიდების თანამედროვე პროფესიული სტანდარტების ადაპტირება - დამთვალიერებელთა რაოდენობის გაზრდისა და სამიზნე აუდიტორიის გაფართოების მიზნით, რაც ხელს შეუწყობს ქვეყნის მუზეუმების თანამედროვე სტანდარტებზე გადასვლას და მომზადებას 21-ე საუკუნის გამოწვევების საპასუხოდ.  
  • ყველა უფლება დაცულია © 2017
    საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტრო, ICOM-ის საქართველოს ეროვნული კომიტეტი, საქართველოს მუზეუმების ასოციაცია, კულტუროლოგიური კვლევის ასოციაცია