ბორჯომის მხარეთმცოდნეობის მუზეუმი
მუზეუმის მისამართი: 1200, ბორჯომი, წმინდა ნინოს ქ. 5
ტელეფონი: (+995 577) 25 33 13
ელ-ფოსტა: borjomi@heritagesites.ge
ვებ-გვერდი: www.heritagesites.ge
მუზეუმის დაფუძნების თარიღი: 1938 წელი
მუზეუმის იურიდიული სტატუსი: 2008 წლიდან გაერთიანებულია სსიპ საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნულ სააგენტოში (საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტრო)
მუზეუმის ტიპი (პროფილი): ისტორიული
ექსპონატთა რაოდენობა: 37 699
მუზეუმის კოლექციების მოკლე აღწერა: მუზეუმის შენობა განთავსებულია რუსეთის საიმპერატორო ოჯახის – რომანოვების კანცელარიის შენობაში (ფსევდოგოთური სტილის არქიტექტურული ნაგებობა 1890 წელს ააგო გერმანელმა ინჟინერ-არქიტექტორმა ვ. შვეიერმა). ბორჯომის მხარეთმცოდნეობის მუზეუმი შედგება არქეოლოგიური, ისტორიულ-ეთნოგრაფიული, გამოყენებითი ხელოვნებისა და მხარის ბუნების განყოფილებებისგან. აქ დაცულია: უნიკალური ბრინჯაოს სამკაული და იარაღი (ძვ.წ II-I ათასწლეულები), მრავალფეროვანი ნუმიზმატიკური კოლექცია (ძვ.წ V – ახ.წ. XX სს.), რომანოვების პირადი ნივთები: ევროპული და აზიური წარმოების ჭურჭელი, ფერწერული და გრაფიკული ნამუშევრები.
სამუშაო საათები: მუშაობს ყოველდღე, ორშაბათის გარდა, 10 სთ-დან 18 სთ-მდე
მუზეუმში შესასვლელი ბილეთის ფასი: უფროსებისათვის - 3 ლ, სასკოლო ასაკის მოზარდებისა და სტუდენტებისათვის - 1 ლ. გიდის მომსახურება - 15 ლ.
უბილეთოდ დაიშვებიან: 6 წლამდე ბავშვები, სოციალურად დაუცველი მოზარდები, საქართველოს და უცხოეთის ქვეყნების მუზეუმების თანამშრომლები, ICOM-ის და ICOMOS-ის წევრები, შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირები, ჯარისკაცები, იძულებით გდაადგილებული პირები.
მუზეუმის ფართობი: 584 კვ/მ
მუდმივი ექსპოზიცია: 296.4 კვ/მ
პერიოდული გამოფენები: 36 კვ/მ
საცავი: 110.4 კვ/მ
მუზეუმის მაღაზია: 17.5 კვ/მ