ვარძიის ისტორიულ-არქიტექტურული მუზეუმ-ნაკრძალი

  •  

    მუზეუმ-ნაკრძალის მისამართი: 0500, ასპინძის მუნიციპალიტეტი, ვარძია
    ტელეფონი: (+995 590) 880 113
    ელ-ფოსტა: vardzia@heritagesites.ge
    ვებ-გვერდი: www.heritagesites.ge
    მუზეუმ-ნაკრძალის დაფუძნების თარიღი: 1938 წელი
    მუზეუმ-ნაკრძალის იურიდიული სტატუსი: 2008 წლიდან გაერთიანებულია სსიპ საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნულ სააგენტოში (საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტრო)
    მუზეუმ-ნაკრძალის ტიპი (პროფილი): ისტორიული

     

     

    მუზეუმ-ნაკრძალის მოკლე აღწერა: მუზეუმ-ნაკრძალი მოიცავს: კლდეში ნაკვეთ გრანდიოზულ კომპლექსსასეულობით დიდ და მცირე დარბაზს, ნატიფი ფრესკებით მოხატულ მთავარ ტაძარს თამარ მეფისა და გიორგი III-ის გამოსახულებებით (1184-1186 წწ.), კლდიდან ნადენ მუდმივტემპერატურიან წყაროს, საიდუმლო გვირაბსა და სხვ.ყორღანული ტიპის სამარხები, ანტიკური ეპოქის ნაქალაქარი, ადრეული თუ შუა საუკუნეების ციხე-ქალაქები, კლდის სოფლები, სხვადასხვა დანიშნულების ქვაბთა კომპლექსები. ვარძიის მუზეუმ-ნაკრძალი ტურისტებს სთავაზობს სამცხე-ჯავახეთის სხვა ისტორიული ძეგლების მონახულებას: ვარძიის სამონასტრო კომპლექსი (XII ს.), თმოგვის ციხე (IX-X სს.), ვანის ქვაბები (VIII - XVI სს.), წუნდის ეკლესია (XII-XIII სს.), ხერთვისის ციხე (X–XVIII სს.), ზარზმის მონასტერი (XIII-XIV სს.), საფარის მონასტერი (XIII ს.) და სხვ.


    სამუშაო საათები: მუშაობს ყოველდღე, ორშაბათის გარდა, 10 სთ-დან 17 სთ-მდე
    მუზეუმ-ნაკრძალში შესასვლელი ბილეთის ფასი: უფროსებისათვის - 3 ლ, სასკოლო ასაკის მოზარდებისა და სტუდენტებისათვის - 1 ლ.
    უბილეთოდ დაიშვებიან: 6 წლამდე ბავშვები, სოციალურად დაუცველი მოზარდები, საქართველოს და უცხოეთის ქვეყნების მუზეუმების თანამშრომლები, ICOM-ის და ICOMOS-ის წევრები, I და II კატეგორიის ინვალიდები, ჯარისკაცები, იძულებით გდაადგილებული პირები.
     

     

    მუზეუმ-ნაკრძალის ფართობი: 40 054 კვ/მ
    საცავი: 12 კვ/მ
    დამთვალიერებლების წლიური რაოდენობა : 22 000
    მუზეუმ-ნაკრძალის წლიური ბიუჯეტი: საკუთარი ბიუჯეტი არ აქვთ (სახელფასო - 62,0 ლარი)

  • ყველა უფლება დაცულია © 2017
    საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტრო, ICOM-ის საქართველოს ეროვნული კომიტეტი, საქართველოს მუზეუმების ასოციაცია, კულტუროლოგიური კვლევის ასოციაცია