საქართველოს ეროვნული მუზეუმი. სამცხე-ჯავახეთის მუზეუმი

  •  

    მისამართი: 0800, ქ. ახალციხე, პ. ხარისჭირაშვილის ქ. 1
    ტელეფონი: (+995 365) 2 162 , (+995 32) 2 99 80 22
    ელ-ფოსტა: info@museum.ge
    ვებ-გვერდი: www.museum.ge
    მუზეუმის დაფუძნების თარიღი: 1923 წელი
    მუზეუმის იურიდიული სტატუსი: 2004 წლიდან გაერთიანებულია საჯარო სამართლის იურიდიული პირის - საქართველოს ეროვნული მუზეუმის შემადგენლობაში ((საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტრო)
    მუზეუმის ტიპი (პროფილი): ისტორიული მუზეუმი
    ექსპონატთა რაოდენობა: 25 000-ზე მეტი
     

     

    მუზეუმის კოლექციების მოკლე აღწერა: მუზეუმი განთავსებულია ე.წ. “რაბათის” ტერიტორიაზე მასში დაცულია: რეგიონის კულტურული მემკვიდრეობის მნიშვნელოვანი ნაწილი: ძველი ხელნაწერები, ეპიგრაფიკული ძეგლები, არქეოლოგიური, ნუმიზმატიკური, ეთნოგრაფიული მასალა, ფოტოდოკუმენტები, ხელნაწერ და ძველნაბეჭდ წიგნთა ფონდი. განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ქართული ლაპიდარული წარწერების ნიმუშები, ასევე XIX-XX სს-ების მიჯნის ხალიჩა-ფარდაგების უნიკალური კოლექცია.
     

    მუზეუმის მუშაობის განრიგი: მუშაობს ყოველდღე, ორშაბათის გარდა, 11 სთ-დან 16 სთ-მდე
    მუზეუმში შესასვლელი ბილეთის ფასი: უფროსებისათვის - 3 ლ, სტუდენტებისათვის - 1.5 ლ, სასკოლო ასაკის მოზარდებისათვის- 0.5 ლ, ტურები გიდების თანხლებით – 10 ლ.
    უბილეთოდ დაიშვებიან: 6 წლამდე ბავშვები, სოციალურად დაუცველი მოზარდები, ICOM-ის წევრები, საქართველოს და უცხოეთის ქვეყნების მუზეუმების თანამშრომლები, I და II კატეგორიის ინვალიდები, სპეციალისტები და სტუდენტები სამეცნიერო საქმიანობისას.
     

     

    გამოფენები: პერიოდული გამოფენები მუზეუმის ფონდებიდან საქართველოსა და საზღვარგარეთ
    საგანმანათლებლო პროგრამები: 2005 წელს საქართველოს ეროვნულ მუზეუმში შეიქმნა საგანმანათლებლო პროგრამების დეპარტამენტი, რომელიც მუშაობს სამუზეუმო კოლექციების თემატიკის პროგრამებზე (ელ-ფოსტა: program@museum.ge, ტელ: (+99593) 328 345
    გამოცემები: მუზეუმის კატალოგები, ბუკლეტები და სხვ.

  • ყველა უფლება დაცულია © 2017
    საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტრო, ICOM-ის საქართველოს ეროვნული კომიტეტი, საქართველოს მუზეუმების ასოციაცია, კულტუროლოგიური კვლევის ასოციაცია