დიდი ლიახვის ხეობის სახელმწიფო მუზეუმ-ნაკრძალი

  • მუზეუმის მისამართი: 1400, გორი, ვერხვების დასახლება
    ტელეფონი: (+995 599) 11 13 18
    ელ-ფოსტა: didiliakhvi@heritagesites.ge
    ვებ-გვერდი: www.heritagesites.ge
    მუზეუმის დაფუძნების თარიღი: 2005 წელი
    მუზეუმის იურიდიული სტატუსი: 2008 წლიდან გაერთიანებულია სსიპ საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნულ სააგენტოში (საქართველოს კულტურის და ძეგლთა დაცვის სამინისტრო)
    მუზეუმის ტიპი (პროფილი): ისტორიული

    მუზეუმის კოლექციების მოკლე აღწერა: გორში ვერხვების დასახლებაში ფუნქციონირებს დიდი ლიახვის ხეობის ოკუპირებული მუზეუმ-ნაკრძალის ბაზაზე შექმნილი საინფორმაციო ცენტრი, რომელიც უზრუნველყოფს ოკუპირებულ ტერიტორიაზე არსებული კულტურული მემკვიდრეობის შესახებ მასალების მოძიება-სისტემატიზაციას.

    დიდი და პატარა ლიახვის აუზი მდიდარია ისტორიულ-არქიტექტურული ძეგლებით - გუმბათიანი და დარბაზული ეკლესიებით, ციხე-სიმაგრეებით, ციხე-კოშკებითა თუ ძველი საცხოვრებელი კომპლექსებით. მნიშვნელოვანი არქიტექტურული ძეგლებია: ნიქოზის (V-XVI სს.), თირის (XIII  ს.), ხეითის (X ს.) მონასტრები, ერედვის წმინდა გიორგის ეკლესია და სხვა.

    2008 წლის ომის შედეგად მუზეუმ-ნაკრძალის ტერიტორია ოკუპირებულია 
  • ყველა უფლება დაცულია © 2018
    საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტრო, ICOM-ის საქართველოს ეროვნული კომიტეტი, საქართველოს მუზეუმების ასოციაცია, კულტუროლოგიური კვლევის ასოციაცია