დიმიტრი ყიფიანის სახლ-მუზეუმი

  •  
    მუზეუმის მისამართი: 5707, ხაშური, სოფ. ქვიშხეთი, დ. ყიფიანის ქ. 32
    ტელეფონი: (+995 0368) 2 00 08
    ელ-ფოსტა: qvishxeti@list.ru
    ვებ-გვერდი:
    მუზეუმის
    დაფუძნების თარიღი: 1990 წელი
    მუზეუმის იურიდიული სტატუსი: ააიპ (ხაშურის სამუზეუმო გაერთიანება)
    მუზეუმის ტიპი (პროფილი): მემორიალური
    ექსპონატების რაოდენობა: 1615

    მუზეუმის კოლექციების მოკლე აღწერა: მუზეუმი განთავსებულია XIX ს-ის 60-იანი წლების საზოგადო მოღვაწის, პუბლიცისტისა და ეროვნულ-გამათავისუფლებელი მოძრაობის ერთ-ერთი ლიდერის, წმინდანად შერაცხული დიმიტრი ყიფიანის (1814 -1887 წწ.) მიერ სააგარაკოდ აგებულ სახლში. მუზეუმის ფონდები ძირითადად მოიცავს დიმიტრი ყიფიანის მოღვაწეობასთან დაკავშირებულ დოკუმენტურ მასალას: გამოცემებს, ხელნაწერებს, წერილებს, ფოტომასალას, აგრეთვე ყოფისა და ეთნოგრაფიის, ნუმიზმატიკისა და სახვითი ხელოვნების ნიმუშებს.


    მუზეუმის მუშაობის განრიგი: ყოველდღე, შაბათ-კვირის გარდა, 10 სთ-დან 18 სთ-მდე
    მუზეუმში შესასვლელი ბილეთების ფასი: უფროსებისათვის: 1 ლ. ბავშვებისა და სტუდენტებისათვის: 0. 50 ლ.
    უბილეთოდ დაიშვებიან: 6 წლამდე ბავშვები, სოციალურად დაუცველი მოზარდები, ICOM-ის წევრები, საქართველოს და უცხოეთის ქვეყნების მუზეუმების თანამშრომლები, შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირები, იძულებით გადაადგილებული პირები

    გამოფენები: “დიმიტრი ყიფიანიშთამომავლები, თანამოაზრენი”, დიმიტრი ყიფიანის მემორიალური ნივთების გამოფენა ( სკოლებში)
    საგანმანათლებლო პროგრამები: ლექციები დიმიტრი ყიფიანის მოღვაწეობაზე (სკოლებში), დ. ყიფიანის დაბადების დღისადმი მიძღვნილი ყოველწლიური სამეცნიერო კონფერენცია (თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტთან ერთად), საგანმანათლებლო პროგრამები: “ყიფიანები”, “ მეურნე დიმიტრი ყიფიანი”
    გამოცემები: გ. გელაშვილი - “ ნოტი სიყვარულისა”, შ. დარბუაშვილი -“მივიწყებული წალკოტი”, კ. გელაშვილი - “უკვე მოვედი”.

    მუზეუმის ფართობი: 157 კვ/მ
    მუდმივი ექსპოზიცია: 143 კვ/მ
    პერიოდული გამოფენები: 30 კვ/მ
    საცავი: 14 კვ/მ


  • ყველა უფლება დაცულია © 2018
    საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტრო, ICOM-ის საქართველოს ეროვნული კომიტეტი, საქართველოს მუზეუმების ასოციაცია, კულტუროლოგიური კვლევის ასოციაცია