ი. ბ. სტალინის სახელმწიფო მუზეუმი

  •  
    მუზეუმის მისამართი: 1400, გორი, სტალინის გამზ. # 32
    ტელეფონი: (+995, 370) 7 52 15
    ელ-ფოსტა: gori49@posta.ge, stalinmuseum@posta.ge 
    ვებ-გვერდი: www.stalinmuseum.ge
    მუზეუმის დაფუძნების თარიღი: 1937 წელი
    მუზეუმის იურიდიული სტატუსი: 2005 წლიდან - სსიპ (საქართველოს კულტურის და ძეგლთა დაცვის სამინისტრო)
    მუზეუმის ტიპი (პროფილი): მემორიალური
    ექსპონატების რაოდენობა: 47 445

    მუზეუმის კოლექციების მოკლე აღწერა: საბჭოთა პერიოდის სახელმწიფო მოღვაწისა და პოლიტიკოსის ი. ბ. სტალინის (1879-1953 წწ.) მუზეუმის კომპლექსის შემადგენლობაში შედის მემორიალური სახლი, სადაც დაიბადა სტალინი, აგრეთვე საექსპოზიციო შენობა კოშკით და სტალინის პირადი ვაგონი ინტერიერით, რომლითაც მან იმგზავრა თეირანში, იალტასა და პოტსდამში. მუზეუმში დაცულია სტალინის პირადი ნივთები, კრემლის კაბინეტი, ხელნაწერები, საჩუქრები მსოფლოს სხვადასხვა ქვეყნებიდან, სტალინის ნიღაბი (ავტორი მანიზერი), ფერწერული ტილოები (უ. ჯაფარიძე, ლ. გუდიაშვილი. ე. ახვლედიანი, გ. თოთიბაძე, ქ. მაღალაშვილი, აპ. ქუთათელაძე, ა. ბლიოტკინი, ვ. სეროვი, დ. მაისაშვილი, ს. სემიონოვი და სხვ.).


     
    მუზეუმის მუშაობის განრიგი: ყოველდღე, 10 სთ-დან 18 სთ-მდე ზაფხულის პერიოდში, 10 სთ-დან 17 სთ-მდე ზამთრის პერიოდში
    მუზეუმში შესასვლელი ბილეთების ფასი: უფროსებისათვის: 10 ლ, ბავშვებისათვის: 1ლ, სტუდენტებისათვის : 3 ლ.
    უფასოდ დაიშვებიან: მუზეუმის თანამშრომლები, ICOM-ის წევრები, იძულებით გადაადგილებული პირები, ჯარისკაცები, ომის ვეტერანები, სიღარიბის ზღვარს მიღმა მყოფი პირები, I და II ჯგუფის ინვალიდები, მრავალშვილიანი ოჯახები

    გამოფენები : “სტალინის ბავშვობა”, “1937” “ სტალინური ეპოქა”
    საგანმანათლებლო პროგრამები: “ვოლონტორთა სკოლა”,“ახალგაზრდა გიდების სკოლა”, ”ეპოქალური თამაშები“, ტრენინგები თანამშრომელთათვის მუზეუმის მენეჯმენტის საკითხებზე.
    გამოცემები: მუზეუმის საინფორმაციო ბიულეტენი, სტალინის ლექსები, გამოსაცემად მზადდება მუზეუმის გზამკვლევი

    მუზეუმის ფართობი: 3864 კვ/მ
     
    მუდმივი ექსპოზიცია: 1487 კვ/მ
    საცავი: 134 კვ/მ
    მუზეუმის მაღაზია: 35 კვ/მ
    დამთვალიერებლების წლიური რაოდენობა: 14773
    მუზეუმის შენობის სტატუსი: შენობას მინიჭებული აქვს კულტურული მემკვიდრეობის უძრავი ძეგლის სტატუსი (საქართველოს კულტურის, ძეგლთა დაცვისა და სპორტის მინისტრის 2008 წლის 4 მარტის # 3/36 ბრძანება)






         

  • ყველა უფლება დაცულია © 2017
    საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტრო, ICOM-ის საქართველოს ეროვნული კომიტეტი, საქართველოს მუზეუმების ასოციაცია, კულტუროლოგიური კვლევის ასოციაცია