ხაშურის მხარეთმცოდნეობის მუზეუმი

  •  
    მუზეუმის მისამართი: 5700, ხაშური, მ. კოსტავას ქ. # 2
    ტელეფონი: (+995, 368) 4 21 08, 4 01 73
    ელ-ფოსტა: mzialobjanidze@yahoo.com
    მუზეუმის დაფუძნების თარიღი: 1959 წელი
    მუზეუმის იურიდიული სტატუსი: ააიპ (ხაშურის სამუზეუმო გაერთიანება)
    მუზეუმის ტიპი (პროფილი): ისტორიული
    ექსპონატების რაოდენობა: 99572

    მუზეუმის კოლექციების მოკლე აღწერა: მუზეუმში ძირითადად დაცულია არქეოლოგიური მასალა (ქვის ხანიდან ჩვ. წ. აღ. X ს-ის ჩათვლით - საციხურის გორა-ნამოსახლარის, ნაცარგორას გვიანბრინჯაო-ადრე რკინის ხანის ნამოსახლარის, წაღვლის მრავალფენიანი სამაროვანის, ალის, ახალდაბის მასალები). მათ შორის: გვიანბრინჯაო-ადრერკინის ხანის კოლხური ცულები, ჭვირული ბალთები, აღმოსავლეთ ამიერკავკასიული ცული (ბრინჯაო XV-VII სს), გვიანბრინჯაოს ხანის სამკაულები, ადრებრინჯაოსა და ადრეანტიკური ხანის შავპრიალა კერამიკა, ნუმიზმატიკური მასალები, ეთნოგრაფიული ნივთები, სახვითი ხელოვნების (ლ. გუდიაშვილი, გ. გაბაშვილი, ციმაკურიძე და სხვ.), XVII-XX სს-ის დოკუმენტური მასალები.


     
    მუზეუმის მუშაობის განრიგი: ყოველდღე, ორშაბათის გარდა, 10 სთ-დან 17 სთ-მდე
    მუზეუმში შესასვლელი ბილეთების ფასი: უფროსებისათვის: 1 ლ. ბავშვებისა და სტუდენტებისათვის: 0. 50 ლ.
    უბილეთოდ დაიშვებიან: 6 წლამდე ბავშვები, სოციალურად დაუცველი მოზარდები, ICOM-ის წევრები, საქართველოს და უცხოეთის ქვეყნების მუზეუმების თანამშრომლები, I და II კატეგორიის ინვალიდები, იძულებით გადაადგილებული პირები

    გამოფენები: ა. ღონღაძის, მ. სალაყაიას, მ. გუდაძის, ხ. ჩიტაძის პერსონალური გამოფენები, თექის სახელოსნოს მოსწავლეთა ნამუშევრების გამოფენა, მოსწავლეთა ნამუშევრების გამოფენა, ”ხაშურის მუზეუმში დაცული სამოვრების გამოფენა”.
    საგანმანათლებლო პროგრამები: “ ჩვენი მხარე” ,“გრ. კიკნაძე – 100” (თსუ-სთან ერთად), გ. ყორანაშვილის წიგნის “დიმიტრი ყიფიანიმეორე დიმიტრი თავდადებული” პრეზენტაცია და კონფერენცია, მ. მთვარელიძის წიგნის “ქრონიკები” - პრეზენტაცია,“გაკვეთილი სკოლაში”
    გამოცემები: მომზადებულია გამოსაცემად: ხაშურის მუზეუმის მოამბე, ხაშურის ტერიტორიაზე შემთხვევით აღმოჩენილი ნივთების კატალოგი, სამონეტო განძი ხაშურის რაიონიდან, დ. ყიფიანის ორტომეული, თამარ ბებიაშვილის მოგონებები, დუდუ ძნელაძის მოგონებები

    მუზეუმის ფართობი: 406.70 კვ/მ
    მუდმივი ექსპოზიცია: 92 კვ/მ
    პერიოდული გამოფენები: 63.9 კვ/მ
    საცავი: 153.57 კვ.მ. ( გომის არქეოლოგიური ექსპედიციის საცავი 119 კვ/მ, ხაშურის მუზეუმის საცავი 34.57 კვ/მ).

    დამთვალიერებლების წლიური რაოდენობა : 609
  • ყველა უფლება დაცულია © 2017
    საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტრო, ICOM-ის საქართველოს ეროვნული კომიტეტი, საქართველოს მუზეუმების ასოციაცია, კულტუროლოგიური კვლევის ასოციაცია