კასპის მხარეთმცოდნეობის მუზეუმი

  •  
    მუზეუმის მისამართი: 2600, კასპი, სტალინის ქ. 88
    ტელეფონი: (+995 371) 2 24 14
    მუზეუმის დაფუძნების თარიღი: 1960 წელი
    მუზეუმის იურიდიული სტატუსი: ააიპ (კასპის მუნიციპალიტეტის მუზეუმების გაერთიანება)
    მუზეუმის ტიპი (პროფილი): ისტორიული
    ექსპონატების რაოდენობა: 19082

    მუზეუმის კოლექციების მოკლე აღწერა: მუზეუმში დაცულია კასპის, რენეს, მეტეხის, თეზის ტერიტორიებზე არქეოლოგიური გათხრების შედეგად მოპოვებული ადრე და შუაბრინჯაოს ხანის მასალები, ყორღანებიდან მოპოვებული ძვ. წ. III-I ათასწლეულით დათარიღებული ნივთები, ძირითადად თრიალეთის კულტურისთვის დამახასიათებელი კერამიკა, გვიანბრინჯაოს ხანის თიხის ჭურჭელი, ძვ. წ. XIV-XII სს-ით დათარიღებული სამოსელის დეტალები, ცხენის აღკაზმულობა, სამუშაო და საბრძოლო იარაღი (აღმოსავლეთქართული ცულები, სატევრები, შუბისპირები - ძვ. წ. XIII-VII სს), სოფელ სასირეთში შემთხვევით აღმოჩენილი მოოქროვილი ვერცხლის დისკო (ძვ. წ. III ს.), ელინისტური ხანის ბრინჯაოს დიონისეს ქანდაკება (ძვ. წ. III-II სს.) და სამტუჩა სურა-ოინოხოია (ახ. წ. I ს.), შუა საუკუნეების თიხის მოჭიქული ჭურჭელი.


     
    მუზეუმის მუშაობის განრიგი: ყოველდღე, ორშაბათის გარდა, 10 სთ-დან 17 სთ-მდე
    მუზეუმში შესასვლელი ბილეთების ფასი: უფასო

    გამოფენები: ბავშვთა ნახატების გამოფენა, გ. შატბერაშვილის 100 წლის იუბილისადმი მიძღვნილი გამოფენა, კასპელ მხატვართა სამი პერსონალური გამოფენა
    საგანმანათლებლო პროგრამები: “ეს ჩვენი წარსულია”, “გაკვეთილი მუზეუმში”, “მუზეუმი – სიძველეთსაცავი”
    გამოცემები: მუზეუმის გზამკვლევი

    მუზეუმის ფართობი: 633 კვ/მ
    მუდმივი ექსპოზიცია: 199 კვ/მ
    პერიოდული გამოფენები: 200 კვ/მ
    საცავი: 108 კვ/მ

    დამთვალიერებლების წლიური რაოდენობა: 600
  • ყველა უფლება დაცულია © 2017
    საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტრო, ICOM-ის საქართველოს ეროვნული კომიტეტი, საქართველოს მუზეუმების ასოციაცია, კულტუროლოგიური კვლევის ასოციაცია