უფლისციხის ისტორიულ-არქიტექტურული მუზეუმ-ნაკრძალი

  •  
    მუზეუმ-ნაკრძალის მისამართი: გორის რაიონი, სოფ. ქვახვრელი
    ტელეფონი: (+995 590) 880 114
    ელ-ფოსტა: uplistsikhe@heritagesites.ge
    ვებ-გვერდი: www.heritagesites.ge
    მუზეუმ-ნაკრძალის დაფუძნების თარიღი: 1988 წელი
    იურიდიული სტატუსი: 2008 წლიდან გაერთიანებულია სსიპ საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნულ სააგენტოში (საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტრო)
    მუზეუმ-ნაკრძალის ტიპი (პროფილი): ისტორიული
    ექსპონატთა რაოდენობა: 3300

    მუზეუმ-ნაკრძალის მოკლე აღწერა: მუზეუმ-ნაკრძალი მოიცავს: კლდეში ნაკვეთ ქუჩებს და მოედნებს, წარმართულ ტაძრებს, სასახლეებს, სარიტუალო ქვაბულებს, დეკორირებულ კლდოვან დარბაზებს, პურის საცხობებს, საიდუმლო გვირაბს, აგრეთვე უძველესი სამნავიანი ბაზილიკის ფრაგმენტებს, ნაქალაქარის ცენტრალურ ნაწილში, წარმართული ტაძრის ადგილას აღმართულ უფლისწულის ეკლესიას (ადრეშუასაუკუნეები), შუა საუკუნეების სახლებს და დარბაზებს. მუზეუმში წარმოდგენილია უფლისციხის ნაქალაქარსა და მის გარეუბნებში მოპოვებული არქეოლოგიური მასალა: მცირე პლასტიკის უნიკალური ნიმუშები, სამკაულები, საბრძოლო და სამეურნეო იარაღები, საკულტო-სარიტუალო ნივთები.


    სამუშაო საათები: მუშაობს ყოველდღე, ორშაბათის გარდა, 10 სთ-დან 17 სთ-მდე
    მუზეუმ-ნაკრძალში შესასვლელი ბილეთის ფასი: უფროსებისათვის - 3 ლ, სასკოლო ასაკის მოზარდებისა და სტუდენტებისათვის - 1 ლ.
    უბილეთოდ დაიშვებიან: 6 წლამდე ბავშვები, სოციალურად დაუცველი მოზარდები, საქართველოს და უცხოეთის ქვეყნების მუზეუმების თანამშრომლები, ICOM-ის და ICOMOS-ის წევრები, I და II კატეგორიის ინვალიდები, ჯარისკაცები, იძულებით გდაადგილებული პირები.
    მუზეუმ-ნაკრძალის ფართობი: 60 ჰა

    მუდმივი ექსპოზიცია: 66.5 კვ/მ ( მუზეუმის ფართი)
    საცავი: 8.8 კვ/მ

    დამთვალიერებლების წლიური რაოდენობა: 19649
  • ყველა უფლება დაცულია © 2017
    საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტრო, ICOM-ის საქართველოს ეროვნული კომიტეტი, საქართველოს მუზეუმების ასოციაცია, კულტუროლოგიური კვლევის ასოციაცია