სერგი მაკალათიას სახელობის გორის ისტორიულ-ეთნოგრაფიული მუზეუმი

  •  

    მუზეუმის მისამართი: 1400, გორი, კირიონ II ქ. 12
    ტელეფონი: (+995 370) 7 28 67, 2 73 67
    ელ-ფოსტა: ethnomuseumgori@gmail.com
    მუზეუმის დაფუძნების თარიღი: 1935 წელი
    მუზეუმის იურიდიული სტატუსი: ააიპ (გორის მუნიციპალიტეტი)
    მუზეუმის ტიპი (პროფილი): ისტორიული
    ექსპონატების რაოდენობა: 81000

    მუზეუმის კოლექციების მოკლე აღწერა: მუზეუმში დაცულია ძვ. წ. IV-III ათასწლეულების არქეოლოგიური მასალა, ნუმიზმატიკის ნიმუშები, აგრეთვე XVIII-XIX სს-ის ეთნოგრაფიული მასალა: ხალიჩები, ფარდაგები (ქართული და ყარაბაღული), ქირმანშალები, ოქრომკედით ნაქარგი საეკლესიო დანიშნულების სამოსელი, XVII–XIX სს-ის საბრძოლო იარაღის კოლექცია. მუზეუმს აქვს ფილიალები: ნიკო ლომოურის სახლ-მუზეუმი სოფ. არბოში და ალექსანდრე ჯავახიშვილის სახლ-მუზეუმი სოფ. ძევერაში
     

     

    მუზეუმის მუშაობის განრიგი: ყოველდღე, კვირისა და ორშაბათის გარდა, 9.30 სთ-დან 17. 30 სთ-მდე
    მუზეუმში შესასვლელი ბილეთების ფასი: უფროსებისათვის: 3 ლ, ბავშვებისათვის: 0.50 ლ, სტუდენტებისთვის : 1 ლ.
    შეღავათიანი მომსახურება: მეცნიერებისა და კულტურის სფეროს წარმომადგენლები, მეცნიერებათა აკადემიის წევრები, სასულიერო პირები
    უფასოდ დაიშვებიან: მუზეუმის თანამშრომლები, ICOM-ის წევრები, იძულებით გადაადგილებული პირები, ჯარისკაცები, ომის ვეტერანები, სიღარიბის ზღვარს მიღმა მყოფი პირები, I და II ჯგუფის ინვალიდები, მრავალშვილიანი ოჯახები

    გამოფენები: “ მუზეუმის საგანძური”, ‘”საჭურველი მუზეუმის ფონდებიდან’, “ძველბეჭდური წიგნები”
    საგანმანათლებლო პროგრამები: ღია გაკვეთილები, ვიქტორინები, “ქართული ხალხური შეჯიბრება-თამაშობები”, “ სკოლა და მუზეუმი”
    გამოცემები: მუზეუმის ექსპონატთა ბარათები, გამოსაცემად მზადაა მუზეუმის გზამკვლევი

    მუზეუმის ფართობი: 671 კვ/მ
    მუდმივი ექსპოზიცია: 180 კვ/მ
    საცავი: 201.3 კვ/მ
    მუზეუმის მაღაზია: 17.5 კვ/მ

    დამთვალიერებლების წლიური რაოდენობა: 5139




         

  • ყველა უფლება დაცულია © 2017
    საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტრო, ICOM-ის საქართველოს ეროვნული კომიტეტი, საქართველოს მუზეუმების ასოციაცია, კულტუროლოგიური კვლევის ასოციაცია