სტეფანწმინდის ისტორიული მუზეუმი

  •  

    მუზეუმის მისამართი: 4700, სტეფანწმინდა, ალ. ყაზბეგის ქ.2
    ტელეფონი: (+995 590) 880 111
    ელ-ფოსტა: stepantsminda@heritagesites.ge
    ვებ-გვერდი: www.heritagesites.ge
    მუზეუმის დაფუძნების თარიღი: 1934 წელი
    მუზეუმის იურიდიული სტატუსი: 2009 წლიდან გაერთიანებულია სსიპ საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნულ სააგენტოში (საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტრო)
    მუზეუმის ტიპი (პროფილი): ისტორიული
    ექსპონატების რაოდენობა: 17859

    მუზეუმის კოლექციების მოკლე აღწერა: მუზეუმი განთავსებულია ქართველი მწერლის ალექსანდრე ყაზბეგის (1848-1890) მემორიალურ სახლში, სადაც მწერლის მემორიალურ ნივთებთან და ბიბლიოთეკასთან ერთად, დაცულია არამარტო ხევის, არამედ კავკასიური კულტურისთვის დამახასიათებელი ნივთიერი და დოკუმენტური მასალა. კერძოდ, რეგიონის ყოფისთვის დამახასიათებელი ეთნოგრაფიული, გამოყენებითი ხელოვნების ნიმუშები (XIX-XX სს-ის დასაწყისის საოჯახო ნივთები, აქსესუარები, ჭურჭელი, ფარდაგები, ხურჯინები), არქეოლოგიური მასალა (ნუმიზმატიკა, საბრძოლო და სამუშაო იარაღების ფრაგმენტები, სამკაული, მოსართავები, თიხისა და კერამიკის ჭურჭელი), საეკლესიო დანიშნულების ნივთები, წიგნები, ადგილობრივი მხატვრების ნამუშევრები.
     

     

    სამუშაო საათები: ყოველდღე, ორშაბათის გარდა, 10.00 – 17.00 სთ.
    მუზეუმში შესასვლელი ბილეთის ფასი: უფროსებისათვის - 3 ლ, სასკოლო ასაკის მოზარდებისა და სტუდენტებისათვის - 1 ლ
    უბილეთოდ დაიშვებიან: 6 წლამდე ბავშვები, სოციალურად დაუცველი მოზარდები, საქართველოს და უცხოეთის ქვეყნების მუზეუმების თანამშრომლები, ICOM-ის და ICOMOS-ის წევრები, I და II კატეგორიის ინვალიდები, ჯარისკაცები, იძულებით გდაადგილებული პირები.

    მუზეუმის ფართობი: 918,5 კვ/მ
    მუდმივი ექსპოზიცია: 358 კვ/მ
    პერიოდული გამოფენები: 121 კვ/მ
    საცავი: 148,5 კვ.მ.

    დამთვალიერებლების წლიური რაოდენობა: 3410

    მუზეუმის შენობის სტატუსი: კულტურული მემკვიდრეობის უძრავი ძეგლი (საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრის 2010 წლის # 3/87 ბრძანება, დანართი #1)

  • ყველა უფლება დაცულია © 2017
    საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტრო, ICOM-ის საქართველოს ეროვნული კომიტეტი, საქართველოს მუზეუმების ასოციაცია, კულტუროლოგიური კვლევის ასოციაცია