ილია ჭავჭავაძის საგურამოს სახელმწიფო მუზეუმი

  •  

    მუზეუმის მისამართი: 3311, მცხეთის რაიონი, საგურამო
    ტელეფონი: (+995 555) 269 997, (+995 593) 310 239
    ელ-ფოსტა: andro_bedukadze@mail.ru
    მუზეუმის დაფუძნების თარიღი: 1951 წელი
    მუზეუმის იურიდიული სტატუსი: სსიპ 2005 წლიდან (საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტრო)
    მუზეუმის ტიპი (პროფილი): მემორიალური
    ექსპონატების რაოდენობა: 2522

    მუზეუმის კოლექციების მოკლე აღწერა: სახლ-მუზეუმის კომპლექსი მოიცავს ცნობილი ქართველი მწერლისა და საზოგადო მოღვაწის ილია ჭავჭავაძის (1837-1907) საცხოვრებელ სახლს დამხმარე ნაგებობებით და ჭავჭავაძისეულ მამულს ბაღ-ვენახით. მუზეუმის სტაციონარულ ექსპოზიციაში წარმოდგენილია მწერლის მემორიალური ნივთები, მე-19 ს-ის ქართული კულტურის წარმომადგენელთა ფოტოპორტრეტები და ეპოქის ყოფის ამსახველი ფოტომასალები, მწერლის ხელნაწერები, მისივე გამოცემული პერიოდიკის ნიმუშები (”ივერია”, ”საქართველოს მოამბე” და სხვ.), მე-19 ს-ის ქართული და უცხოეთის სახვითი ხელოვნების ნიმუშები: ფრანგი მხატვრის გარნიეს ”ჟაკ დე მოლის მიღება ტამპლიერების ორდენში”, ვერნეს ”მაზეპა მგლების გარემოცვაში”, უცნობი ფრანგი მხატვრის ფერწერული ტილო ”შიში”, ლადო გუდიაშვილის, უჩა ჯაფარიძის, იაკობ ნიკოლაძის ნამუშევრები; XVIII-XIX ს.ს. გერმანული წარმოების დეკორატიული და საყოფაცხოვრებო ჭურჭელი, ავეჯი და სხვა.
     

     

    მუზეუმის მუშაობის განრიგი: ყოველდღე, ორშაბათის გარდა, 10 სთ-დან 18 სთ-მდე
    მუზეუმში შესასვლელი ბილეთების ფასი: უფროსებისთვის - 1 ლ, ბავშვებისა და სტუდენტებისთვის - 1 ლ.
    უბილეთოდ დაიშვებიან: 6 წლამდე ბავშვები, სოციალურად დაუცველი მოზარდები, ICOM-ის წევრები, საქართველოს და უცხოეთის ქვეყნების მუზეუმების თანამშრომლები, I და II კატეგორიის ინვალიდები, ჯარისკაცები, იძულებით გადაადგილებული პირები.


    გამოფენები: მუდმივმოქმედი ექსპოზიცია
    საგანმანათლებლო პროგრამები: ილია ჭავჭავაძისადმი მიძღვნილი სხვადასხვა პროგრამები
    გამოცემები: ჟურნალი ”საგურამო”, სხვადასხვა გამოცემები ილია ჭავჭავაძის შემოქმედებაზე

    მუზეუმის ფართობი: 504 კვ/მ
    მუდმივი ექსპოზიცია: 303 კვ/მ

     

    საცავი: 42 კვ/მ
    დამთვალიერებლების წლიური რაოდენობა : 15534

    მუზეუმის შენობის სტატუსი: კულტურული მემკვიდრეობის უძრავი ძეგლი (საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრის 2007 წლის # 3/182 ბრძანება)

  • ყველა უფლება დაცულია © 2017
    საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტრო, ICOM-ის საქართველოს ეროვნული კომიტეტი, საქართველოს მუზეუმების ასოციაცია, კულტუროლოგიური კვლევის ასოციაცია