დიდი მცხეთის არქეოლოგიური სახელმწიფო სახელმწიფო მუზეუმ-ნაკრძალი

  • მუზეუმ-ნაკრძალის მისამართი: 3300, მცხეთა, დავით აღმაშენებლის ქ. 51
    ტელეფონი: (+995 577) 25 33 60
    ელ-ფოსტა
    ვებ-გვერდი: www.heritagesites.ge
    მუზეუმ-ნაკრძალის დაფუძნების თარიღი: 1955 წელი
    იურიდიული სტატუსი: 2008 წლიდან გაერთიანებულია სსიპ საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნულ სააგენტოში (საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტრო)
    მუზეუმ-ნაკრძალის ტიპი (პროფილი): ისტორიული
    ექსპონატთა რაოდენობა: 23 000

    მუზეუმ-ნაკრძალის მოკლე აღწერა: მუზეუმ-ნაკრძალის არქეოლოგიურ მუზეუმში დაცულია ძვ.წ. IV ათასწლეულიდან X-XII სს. დათარიღებული არტეფაქტები; ანტიკური ხანის ოქრომჭედლობისა და მინის კოლექციები, უძველესი მცხეთის ყოველდღიური ყოფის ამსახველი ნიმუშები. სულ 23 000-მდე ექსპონატი.

    მუზეუმ-ნაკრძალის შემადგენელი ნაწილია: ქართლის მეფეთა რეზიდენცია (ძვ.წ. III ს.) – არმაზციხე (ბაგინეთი);  იბერიის მეფეთა – პიტიახშების - არმაზისხევის რეზიდენცია (სასახლის კომპლექსი, აბანო, პიტიახშთა სამარხები - II-III სს.); სამთავროს სამაროვანი (ძვ.წ. II ათასწ. –VIII ს.), მავზოლეუმის ტიპის აკლდამა (I ს.).

    სამუშაო საათები: მუშაობს ყოველდღე, ორშაბათის გარდა, 10 სთ-დან 18 სთ-მდე

    მუზეუმ-ნაკრძალში შესასვლელი ბილეთის ფასი: უფროსებისათვის - 3 ლ, სასკოლო ასაკის მოზარდებისა და სტუდენტებისათვის - 1 ლ. გიდის მომსახურება - 15 ლ. საბავშვო არქეოლოგია - 5 ლ.
    უბილეთოდ დაიშვებიან: 6 წლამდე ბავშვები, სოციალურად დაუცველი მოზარდები, საქართველოს და უცხოეთის ქვეყნების მუზეუმების თანამშრომლები, ICOM-ის და ICOMOS-ის წევრები, შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირები, ჯარისკაცები, იძულებით გდაადგილებული პირები.


  • ყველა უფლება დაცულია © 2018
    საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტრო, ICOM-ის საქართველოს ეროვნული კომიტეტი, საქართველოს მუზეუმების ასოციაცია, კულტუროლოგიური კვლევის ასოციაცია