სამშვილდისა და კლდეკარის მუზეუმ-ნაკრძალი

  • მუზეუმ-ნაკრძალის მისამართი: 5310, თრიალეთი, წალკის მუნიციპალიტეტი
    ტელეფონი: (+995 577) 25 33 23
    ელ-ფოსტა: 
    ვებ-გვერდი: www.heritagesites.ge
    მუზეუმ-ნაკრძალის დაფუძნების თარიღი: 2015 წელი
    იურიდიული სტატუსი: 2008 წლიდან გაერთიანებულია სსიპ საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნულ სააგენტოში (საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტრო)
    მუზეუმ-ნაკრძალის ტიპი (პროფილი): ისტორიული
    ექსპონატთა რაოდენობა: 4000

     

    მუზეუმ-ნაკრძალის მოკლე აღწერა: მუზეუმის ფონდებში დაცულია არქეოლოგიური მასალა, ადგილობრივი ყოფისა და ეთნოგრაფიის ნიმუშები, ფოტომასალა. სულ 4000-ზე მეტი ექსპონატი.

    სამშვილდეს ნაქალაქარის ტერიტორიაზე ინტენსიური ცხოვრების კვალი საუკუნეებს ითვლის - ძვ.წ. I ათასწლეულიდან ვიდრე XVIII სს. ნაქალაქარი კარგად შენარჩუნებული ურბანული სტრუქტურით და გეგმარებით, ათეულობით საკულტო და საერო დანიშნულების ნაგებობით, საფორყიფიკაციო კომპლექსით, მეგალითური ძეგლებით, სამშვილდის სიონის ტაძრის (VIII ს.) ნაშთებით, კილომეტრზე გაშლილი გზებითა და ქუჩებით, კარიბჭეებით, გვიანი შუა საუკუნეების აბანოთი და წყლის რეზერვუარებით, ულამაზესი ლანდშაფტით გამოირჩევა.

    ისტორიული თრიალეთი ასევე გამოირჩევა სიძველეების სიმრავლით: უძველესი მეგალითური კომპლექსები, ციკლოპური ციხეები და „ვეშაპები“ - მენჰირები (ძვ.წ. II - I ათასწ.), ბრინჯაოს ხანის ყორღანული სამარხების ველი და ყორღანებისკენ მიმავალი უძველესი საპროცესო გზა, წალკის წყალსაცავის ფსკერზე ჩაძირული ნასოფლარები და ეკლესიები (სეზონურად), შუა საუკუნეების საეკლესიო და საერო ხუროთმოძღვრების ძეგლები - კლდეკარის ციხე-სიმაგრე (IX ს.)

    ზღვის დონიდან 1600 მეტრ სიმაღლეზე განთავსებული სოფელი ავრანლოს (ისტორიული თეზი) ციკლოპური ციხე, კანიონის კლდის გამოქვაბულებში ნაკვეთი ეკლესიები და სხვა. 
     

    სამუშაო საათები: მუშაობს ყოველდღე, ორშაბათის გარდა, 10 სთ-დან 18 სთ-მდე

    მუზეუმ-ნაკრძალში შესასვლელი ბილეთის ფასი: 
    უბილეთოდ დაიშვებიან: 6 წლამდე ბავშვები, სოციალურად დაუცველი მოზარდები, საქართველოს და უცხოეთის ქვეყნების მუზეუმების თანამშრომლები, ICOM-ის და ICOMOS-ის წევრები, შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირები, ჯარისკაცები, იძულებით გდაადგილებული პირები.

  • ყველა უფლება დაცულია © 2018
    საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტრო, ICOM-ის საქართველოს ეროვნული კომიტეტი, საქართველოს მუზეუმების ასოციაცია, კულტუროლოგიური კვლევის ასოციაცია