კლდეკარის ისტორიულ-არქიტექტურული მუზეუმ-ნაკრძალი

  • მუზეუმ-ნაკრძალის მისამართი 5300, წალკა, არისტოტელეს ქ. 19
    ტელეფონი: (+995 590) 880 115
    ელ-ფოსტა: kldekari@heritagesites.ge
    ვებ-გვერდი: www.heritagesites.ge
    მუზეუმ -ნაკრძალის დაფუძნების  თარიღი: 1992  წელი
    მუზეუმ -ნაკრძალის იურიდიული სტატუსი: 2008 წლიდან გაერთიანებულია სსიპ საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნულ სააგენტოში
    მუზეუმ -ნაკრძალმის ტიპი (პროფილი):  ისტორიული
    ექსპონატების რაოდენობა:  1200

    მუზეუმ -ნაკრძალის მოკლე აღწერა: ნაკრძალის ტერიტორია მოიცავს ისტორიული კლდეკარის საერისთავოს ტერიტორიაზე პირველი ერისთავისლიპარიტ ბაღვაშის მიერ IX ს-ის 70-იან წლებში აგებული ციხის ნაშთებს და ციკლოპური ტიპის ნაგებობებს, რომლებიც მდებარეობს ჯავახეთიდან თრიალეთზე ქართლში გადასასვლელ ერთადერთ ისტორიულ გზაზე; აგრეთვე თრიალეთისა და არგვეთის ხეობის შუასაუკუნეების პერიოდის მრავალრიცხოვან ძეგლებს, რომლებიც მნიშვნელოვან ინფორმაციას შეიცავს საქართველოს ისტორიისა და კულტურის შესწავლისათვის.

    სამუშაო საათები: ყოველდღე, ორშაბათის გარდა, 10:00 - 17:00 სთ.
    მუზეუმ -ნაკრძალში შესასვლელი ბილეთის ფასი: უფროსებისათვის - 3 ლ, სასკოლო ასაკის მოზარდებისა და სტუდენტებისათვის - 1 ლ.
    უბილეთოდ დაიშვებიან:  6 წლამდე ბავშვები, სოციალურად დაუცველი მოზარდები, საქართველოს და უცხოეთის ქვეყნების მუზეუმების თანამშრომლები, ICOM-ის და ICOMOS-ის  წევრები,  I და II კატეგორიის ინვალიდები, ჯარისკაცები, იძულებით გდაადგილებული პირები.

  • ყველა უფლება დაცულია © 2017
    საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტრო, ICOM-ის საქართველოს ეროვნული კომიტეტი, საქართველოს მუზეუმების ასოციაცია, კულტუროლოგიური კვლევის ასოციაცია