საქართველოს ეროვნული მუზეუმი. დმანისის ისტორიულ-არქიტექტურული მუზეუმ-ნაკრძალი

  • მუზეუმ-ნაკრძალის მისამართი:  1706, დმანისის რაიონი, სოფელი პატარა დმანისი
    ტელეფონი: (+995 590) 880 115
    ელ-ფოსტა: info@museum.ge
    ვებ-გვერდი: www.museum.ge
    მუზეუმ-ნაკრძალის დაფუძნების  თარიღი:   1983 წელი
    მუზეუმ-ნაკრძალის იურიდიული სტატუსი:  გაერთიანებულია  საჯარო სამართლის იურიდიული პირის - საქართველოს ეროვნული მუზეუმის შემადგენლობაში (2005  წლიდან)
    მუზეუმ-ნაკრძალის ტიპი (პროფილი):  ისტორიული
    ექსპონატების რაოდენობა: 2345 

    მუზეუმ-ნაკრძალის  მოკლე აღწერა: ძეგლი წარმოადგენს შუა საუკუნეების ნაქალაქარს, სადაც დღემდე მიმდინარეობს არქეოლოგიური სამუშაოები. შუა საუკუნეების ნაქალაქარზე შემორჩენილია შიდა ციხე, საერო და საკულტო ნაგებობები. გარდა შუა საუკუნეების ფენისა, დმანისში ქართველი და უცხოელი სპეციალისტები იკვლევენ 1,8 მილიონი წლით დათარიღებულ გეოლოგიურ ფენას, რომელიც გამოირჩევა ადრეულ ჰომინიდთა და განმარხებულ ცხოველთა მრავალრიცხოვანი ნაშთით. 1991 წლიდან დღემდე დმანისის ძეგლზე აღმოჩენილია ჰომინიდის 5 თავის ქალა, რაც მსოფლიოს არცერთ ძეგლზე დღემდე არ დაფიქსირებულა. ამ გათხრების შედეგებმა საერთოდ შეცვალა საერთაშორისო სამეცნიერო საზოგადოებაში მანამდე დამკვიდრებული მოსაზრება ჰომინიდების აფრიკიდან განსახლების შესახებ.

    სამუშაო საათები: ყოველდღე, ორშაბათის გარდა, 11.00 – 16.00 სთ.
    მუზეუმ-ნაკრძალში შესასვლელი ბილეთის ფასი: უფროსებისათვის - 3 ლ, სტუდენტებისათვის - 1.5 ლ, სასკოლო ასაკის მოზარდებისათვის- 0.5 ლ, ტურები გიდების თანხლებით  – 10 ლ.
    უბილეთოდ დაიშვებიან:  6 წლამდე ბავშვები, სოციალურად დაუცველი მოზარდები, ICOM-ის წევრები, საქართველოს და უცხოეთის ქვეყნების მუზეუმების თანამშრომლები, I და II კატეგორიის ინვალიდები, სპეციალისტები და სტუდენტები სამეცნიერო საქმიანობისას.

    გამოფენები:  პერიოდული გამოფენები მუზეუმის ფონდებიდან საქართველოში და საზღვარგარეთ 
    საგანმანათლებლო პროგრამები: 2005 წელს საქართველოს ეროვნულ მუზეუმში შეიქმნა საგანმანათლებლო პროგრამების დეპარტამენტი, რომელიც მუშაობს სამუზეუმო კოლექციების თემატიკის პროგრამებზე (ელ-ფოსტა: program@museum.ge, ტელ: (+99593) 328 345
    გამოცემები: მუზეუმის კატალოგები, ბუკლეტები და სხვ.

  • ყველა უფლება დაცულია © 2017
    საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტრო, ICOM-ის საქართველოს ეროვნული კომიტეტი, საქართველოს მუზეუმების ასოციაცია, კულტუროლოგიური კვლევის ასოციაცია