ეგნატე ნინოშვილის სახლ-მუზეუმი

  •  

    მუზეუმის მისამართი: ლანჩხუთი, სოფ. არჩეული
    ტელეფონი: (+995 599) 564 794
    მუზეუმის დაფუძნების თარიღი: 1948 წელი
    მუზეუმის იურიდიული სტატუსი: ააიპ (ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის სამუზეუმო გაერთიანება)
    მუზეუმის ტიპი (პროფილი): მემორიალური
    ექსპონატების რაოდენობა: 5829

    მუზეუმის კოლექციების მოკლე აღწერა: მუზეუმი განთავსებულია 1880 წელს აგებულ ნინოშვილების მემორიალურ სახლში. მასში დაცულია ქართველი მწერლის ეგნატე ნინოშვილის (1859-1894 წწ.) ცხოვრებასა და შემოქმედებასთან დაკავშირებული მასალა: ხელნაწერები, მემორიალური ნივთები, სახვითი ხელოვნებისა და ეთნოგრაფიის ნიმუშები, გამოცემები.

    მუზეუმის მუშაობის განრიგი: ყოველდღე, ორშაბათის გარდა, 10 სთ-დან 17 სთ-მდე

    მუზეუმში შესასვლელი ბილეთების ფასი: უფროსებისათვის: 1 ლ, მოსწავლეებისთვის: 0,50 ლ. სტუდენტებისათვის: 1 ლ.

     


    უბილეთოდ დაიშვებიან: 6 წლამდე ბავშვები, სოციალურად დაუცველი მოზარდები, ICOM-ის წევრები, საქართველოს და უცხოეთის ქვეყნების მუზეუმების თანამშრომლები, I და II კატეგორიის ინვალიდები

    გამოფენები: “ეგნატე ნინოშვილი-150”
    საგანმანათლებლო პროგრამები: “ჩემი მხარე”, “ჩვენ და ეგნატე” (კონკურსი)

    გამოცემები: ზ. ტუღუში, ”მოგონებები ეგნატე ნინოშვილზე”, ”გურული ლექსიკა”
    მუზეუმის მთლიანი ფართობი: 338 კვ/მ
    მუდმივი ექსპოზიცია: 129 კვ/მ

  • ყველა უფლება დაცულია © 2017
    საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტრო, ICOM-ის საქართველოს ეროვნული კომიტეტი, საქართველოს მუზეუმების ასოციაცია, კულტუროლოგიური კვლევის ასოციაცია