ნიკო ბერძენიშვილის სახელობის ჩოხატაურის მხარეთმცოდნეობის მუზეუმი

  •  

    მისამართი: ჩოხატაური, ნ. დუმბაძის ქ. 13
    ტელეფონი: (+995 419) 2 20 14 , (+995 595) 11 78 70
    მუზეუმის დაფუძნების თარიღი: 1958 წელი
    მუზეუმის იურიდიული სტატუსი: ააიპ (ჩოხატაურის სამუზეუმო გაერთიანება)
    მუზეუმის ტიპი (პროფილი): ისტორიული
    ექსპონატთა რაოდენობა: 16 500

    მუზეუმის კოლექციების მოკლე აღწერა: მუზეუმში ძირითადად დაცულია არქეოლოგიური მასალა: ძვ. წ. V-VII საბრძოლო და შრომითი იარაღები, ადრეანტიკური ხანის სამაროვანის ინვენტარი: სხვადასხვა მასალისგან დამზადებული მძივები, სამაჯურები, საყურეები, ჭურჭელი, ნუმიზმატიკური მასალა, XIX ს-ის საბრძოლო იარაღი: მოვერცხლილი ხმლები, ხანჯლები, მოვარაყებული თოფები. XIX ს-ის ეთნოგრაფიული მასალა, ხელნაწერები, XX ს. დასაწყისის მუსიკალური ინსტრუმენტები: ჩანგი, ფანდური, სალამური, მუსიკალური კარადა (პოლიფონი), გურიის ერისთავების პირადი არქივები, დოკუმენტური მასალა.

    მუზეუმის მუშაობის განრიგი: მუშაობს ყოველდღე, ორშაბათის გარდა, 10 სთ-დან 18 სთ-მდე

    მუზეუმში შესასვლელი ბილეთის ფასი: უფასო

    გამოფენები: “არქეოლოგიური მასალა მუზეუმიდან”, “ მხარის არქიტექტურული ძეგლები”, ”მუზეუმის ისტორია”, “საბრძოლო იარაღები”

    საგანმანათლებლო პროგრამები: “მუზეუმის მეგობრები”, “პირველყოფილი თემური წყობილებიდან კომპიუტერამდე”, ეთნოგრაფია, ჩვენს ნახატებში”, ”ნოდარ დუმბაძე ჩემი სკოლელია”.

    გამოცემები: “ წარსული ჩვენი მომავალია”( I და II ნაწ.)

    მუზეუმის მთლიანი ფართობი: 408 კვ/მ

    მუდმივი ექსპოზიცია: 316 კვ/მ, საცავი: 22 კვ/მ

    დამთვალიერებელთა წლიური რაოდენობა: 5000

  • ყველა უფლება დაცულია © 2017
    საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტრო, ICOM-ის საქართველოს ეროვნული კომიტეტი, საქართველოს მუზეუმების ასოციაცია, კულტუროლოგიური კვლევის ასოციაცია