ჭიათურის მხარეთმცოდნეობის მუზეუმი

  • მისამართი: 5500, ჭიათურა, თხელიძის ქ. 5
    ტელეფონი: (+995 595) 20 16 61
    ელ-ფოსტა: ch.culturiscenter@gmail.com
    მუზეუმის დაფუძნების თარიღი: 1962 წელი
    მუზეუმის იურიდიული სტატუსი: ააიპ (ჭიათურის მუნიციპალიტეტის კულტურული მემკვიდრეობის დაცვის, ტურიზმისა და სამუზეუმო განყოფილება)
    მუზეუმის ტიპი (პროფილი): ისტორიული
    ექსპონატთა რაოდენობა: 16 292

    მუზეუმის კოლექციების მოკლე აღწერა: მუზეუმში დაცულია ჭიათურის ტერიტორიაზე არქეოლოგიური გათხრების შედეგად აღმოჩენილი ძვ. წ. III ათასწლეულით დათარიღებული ბრინჯაოს ცულები, შუბისპირები, ქინძისთავები, მძივები; აგრეთვე ნუმიზმატიკური და ეთნოგრაფიული მასალები; ადგილობრივ მხატვართა ფერწერული და გამოყენებითი ხელოვნების ნიმუშები, ფოტომასალები, სხვადასხვა სახის დოკუმენტები.

    მუზეუმის მუშაობის განრიგი: მუშაობს ყოველდღე, კვირა-ორშაბათის გარდა, 10 სთ-დან 18 სთ-მდე
    მუზეუმში შესასვლელი ბილეთის ფასი: უფროსებისათვის: 1 ლ, ბავშვებისა და სტუდენტებისთვის: 0.50 ლ
    უბილეთოდ დაიშვებიან: 6 წლამდე ბავშვები, სოციალურად დაუცველი მოზარდები, ICOM-ის წევრები, საქართველოს და უცხოეთის ქვეყნების მუზეუმების თანამშრომლები, I და II კატეგორიის ინვალიდები, ჯარისკაცები, იძულებით გადაადგილებული პირები.

    გამოფენები: “არქეოლოგიური გათხრები ჭიათურის რაიონში”, ”მუზეუმის ფონდებიდან”
    საგანმანათლებლო პროგრამები: “ქალი და სამკაული”, ”ფესვები”ჭიათურის რაიონის ისტორიული ძეგლები
    გამოცემები: სარეკლამო კალენდარი (მუზეუმის ექსპონატები ანოტაციებით)

    მუზეუმის მთლიანი ფართობი: 372 კვ/მ
    მუდმივი ექსპოზიცია: 140 კვ/მ
    საცავი: 46 კვ/მ

    დამთვალიერებლების წლიური რაოდენობა: 1000

  • ყველა უფლება დაცულია © 2017
    საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტრო, ICOM-ის საქართველოს ეროვნული კომიტეტი, საქართველოს მუზეუმების ასოციაცია, კულტუროლოგიური კვლევის ასოციაცია