დავით და სერგო კლდიაშვილების სახლ-მუზეუმი

  • მისამართი: თერჯოლა, სოფ. ზედა სიმონეთი
    მუზეუმის დაფუძნების თარიღი: 1945 წელი
    მუზეუმის იურიდიული სტატუსი: ააიპ (თერჯოლის კულტურის ცენტრი)
    მუზეუმის ტიპი (პროფილი): მემორიალური
    ექსპონატთა რაოდენობა: 1701

    მუზეუმის კოლექციების მოკლე აღწერა: ქართველი მწერლისა და დრამატურგის დავით კლდიაშვილისა (1862-1931 წწ.) და მის ვაჟის, მწერლის სერგო კლდიაშვილის (1893-1986 წწ.) სახლ-მუზეუმში დაცულია მამა-შვილის ცხოვრებასა და მოღვაწეობასთან დაკავშირებული მასალები: ავეჯი, ხელნაწერები, სამოსი, ჭურჭელი, სხვადასხვა პერიოდის გამოცემები, ფოტო და დოკუმენტური მასალა

    მუზეუმის მუშაობის განრიგი: მუშაობს ყოველდღე, ორშაბათის გარდა, 11 სთ-დან 16 სთ-მდე
    მუზეუმში შესასვლელი ბილეთის ფასი: 1 ლარი ( ყველა ასაკის მნახველისთვის)
    უბილეთოდ დაიშვებიან: სოციალურად დაუცველი მოზარდები, ICOM-ის წევრები, საქართველოს და უცხოეთის ქვეყნების მუზეუმების თანამშრომლები, იძულებით გადაადგილებული პირები

    გამოფენები: მუდმოვმოქმედი ექსპოზიცია
    საგანმანათლებლო პროგრამები: კონკურსი მოზარდებისთვის: “იმერეთი დავით კლდიაშვილის თვალით”

    მუზეუმის მთლიანი ფართობი: 267 კვ/მ
    მუდმივი ექსპოზიცია: 180 კვ/მ
    საცავი: 22 კვ/მ

    დამთვალიერებლების წლიური რაოდენობა: 1440 დამთვალიერებელი

    მუზეუმის შენობის სტატუსი: კულტურული მემკვიდრეობის უძრავი ძეგლი (საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრის 2007 წლის # 3/181 ბრძანება)

  • ყველა უფლება დაცულია © 2017
    საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტრო, ICOM-ის საქართველოს ეროვნული კომიტეტი, საქართველოს მუზეუმების ასოციაცია, კულტუროლოგიური კვლევის ასოციაცია