ნიკო ნიკოლაძის სახლ-მუზეუმი

  • მუზეუმის მისამართი: 3919, სამტრედია, სოფ. დიდი ჯიხაიში, ნ. ნიკოლაძის ქ.109
    ტელეფონი: (+995 599) 57 83 99, (+995 590) 222 805
    ელ-ფოსტა: liabibileishvili@mail.ru
    მუზეუმის დაფუძნების თარიღი: 1951 წელი
    მუზეუმის იურიდიული სტატუსი: სსიპ 2007 წლიდან (საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტრო)
    მუზეუმის ტიპი (პროფილი): მემორიალური
    ექსპონატების რაოდენობა: 5 386

    მუზეუმის კოლექციების მოკლე აღწერა: სახლ-მუზეუმი განთავსებულია XIX-XX სს-ის ცნობილი საზოგადო მოღვაწისა და მეცნიერის ნიკო ნიკოლაძის (1843-1928) საცხოვრებელ სახლში, რომელიც მდებარეობს მის მიერვე საქართველოსა და მსოფლიოს სხვადასხვა კუთხიდან ჩამოტანილი მცენარეებით გაშენებულ პარკში. მუზეუმში დაცულია ნიკო ნიკოლაძისა და მისი ოჯახის წევრების მემორიალური ნივთები. ძირითადად: XVIII-XIX სს-ის გერმანული, ინგლისური, ავსტრიული, ამერიკული, რუსული წარმოების საოჯახო ნივთები, მდიდარი ბიბლიოთეკა; ევროპის სხვადასხვა ქვეყნებიდან ჩამოტანილი ამავე პერიოდის უახლესი ტექნოლოგიები: ქარის ძრავა (1910 წ.), სარეცხი მანქანა (ბერლინი), კოდაკის ფოტოაპარატის პირველი ნიმუში, მზის საათი და სხვ., სხვადასხვა ენებზე გამოცემული ნ. ნიკოლაძის წიგნები და პერიოდიკა.

    მუზეუმის მუშაობის განრიგი: ყოველდღე, 10 სთ-დან 16 სთ-მდე
    მუზეუმში შესასვლელი ბილეთების ფასი: უფროსებისათვის: 2 ლ, ბავშვებისა და სტუდენტებისათვის: 1 ლ
    უბილეთოდ დაიშვებიან: 6 წლამდე ბავშვები, სოციალურად დაუცველი მოზარდები, ICOM-ის წევრები, საქართველოს და უცხოეთის ქვეყნების მუზეუმების თანამშრომლები, I და II კატეგორიის ინვალიდები, ჯარისკაცები, იძულებით გადაადგილებული პირები, ნიკოლაძეთა შთამომავლები

    გამოფენები: “კვალი ნათელი”, “ნიკო და გიორგი ნიკოლაძეების ცხოვრება-მოღვაწეობა” (სკოლებში)
    საგანმანათლებლო პროგრამები: “ნიკო ნიკოლაძე და თანამედროვეობა”
    გამოცემები: “ნიკო ნიკოლაძე”, “გიორგი ნიკოლაძე”, “ნ. ნიკოლაძის სახლ-მუზეუმის გზამკვლევი”

    მუზეუმის ფართობი: 860 კვ/მ
    მუდმივი ექსპოზიცია: 360 კვ/მ
    პერიოდული გამოფენები: 30 კვ/მ
    საცავები: 60 კვ/მ

    დამთვალიერებლების წლიური რაოდენობა: 2500

    მუზეუმის შენობის სტატუსი: კულტურული მემკვიდრეობის უძრავი ძეგლი (საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრის 2007 წლის # 3/181 ბრძანება)

  • ყველა უფლება დაცულია © 2017
    საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტრო, ICOM-ის საქართველოს ეროვნული კომიტეტი, საქართველოს მუზეუმების ასოციაცია, კულტუროლოგიური კვლევის ასოციაცია