ვლადიმერ მაიაკოვსკის სახლ-მუზეუმი

  • მუზეუმის მისამართი: 1000, ბაღდათი, ბაღდათის ქ. 51
    ტელეფონი: (+995 590) 94 94 24
    მუზეუმის დაფუძნების თარიღი: 1940 წელი
    მუზეუმის იურიდიული სტატუსი: ააიპ 
    მუზეუმის ტიპი (პროფილი): მემორიალური
    ექსპონატების რაოდენობა: 5600

    მუზეუმის კოლექციების მოკლე აღწერა: მუზეუმის I სართულზე ექსპონირებულია რაიონის ტერიტორიაზე ჩატარებული გათხრების შედეგად მოპოვებული მასალები, რომელთა ქრონოლოგია მოიცავს პერიოდებს ადრე ქვის ხანიდან XIX ს-ის ბოლომდე, კერძოდ, ნუმიზმატიკის, ბონისტიკის, ეთნოგრაფიისა და არქეოლოგიურ კოლექციებს. მუზეუმის II სართულზე განთავსებულია ვლადიმერ მაიაკოვსკისა და მისი ოჯახის წევრების
    მემორიალური ნივთები: XIX–XX ს.ს.-ის საოჯახო მასალა, პირადი ნივთები, XIX ს-ისა და XX ს-ის ლიტერატურული კოლექციების გამოცემები, პოეტის შემოქმედების სხვადასხვა პერიოდთან დაკავშირებული ფოტო და დოკუმენტური მასალა.

    მუზეუმის მუშაობის განრიგი: ყოველდღე, 10 სთ-დან 17 სთ-მდე
    მუზეუმში შესასვლელი ბილეთების ფასი: უფასო

    საგანმანათლებლო პროგრამები: მუზეუმთან მუშაობს ლიტერატურული სალონი, სადაც გაერთიანებულია მაიაკოვსკის შემოქმედებით დაინტერესებული რაიონის საზოგადოება, ქუთაისელი პოეტები

    მუზეუმის მთლიანი ფართობი:1050 კვ/მ
    მუდმივი ექსპოზიცია: 800 კვ/მ
    დამთვალიერებლების წლიური რაოდენობა: 3000

  • ყველა უფლება დაცულია © 2017
    საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტრო, ICOM-ის საქართველოს ეროვნული კომიტეტი, საქართველოს მუზეუმების ასოციაცია, კულტუროლოგიური კვლევის ასოციაცია