ნიკო ბერძენიშვილის სახელობის ქუთაისის სახელმწიფო ისტორიული მუზეუმი

  • მუზეუმის მისამართი: 4600, ქუთაისი, პუშკინის ქ.18
    ტელეფონი: (+995 431) 24 56 91
    ფაქსი: ( +995 431) 4 56 91
    ელ-ფოსტა: omarilanchava@gmail.com
    ვებ-გვერდი: www.histmuseum.ge
    მუზეუმის დაფუძნების თარიღი: 1922 წელი
    მუზეუმის იურიდიული სტატუსი: სსიპ 2006 წლიდან (საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტრო)
    მუზეუმის ტიპი (პროფილი): ისტორიული
    ექსპონატების რაოდენობა: 190998

    მუზეუმის კოლექციების მოკლე აღწერა: მუზეუმში დაცულია ქვეყნის კულტურული მემკვიდრეობის უნიკალური ნიმუშები ძვ.წ. IX-VII სს.-დან გვიან შუასაუკუნეების ჩათვლით. მათ შორისაა დასავლეთ საქართველოს ტერიტორიაზე არქეოლოგიური გათხრების შედეგად აღმოჩენილი ბრინჯაოს ხანისა და ანტიკური პერიოდის ძეგლები, ქართული, ბერძნული, რომაული, ბიზანტიური და აღმოსავლეთის ქვეყნების ისტორიის, ყოფისა და კულტურის ამსახველი იშვიათი ნაკეთობანი, უძველესი ეპიგრაფიკული ძეგლებისა და უნიკალური ქართული ხელნაწერების კოლექცია, რარიტეტული სიგელ-გუჯრები, ეთნოგრაფიული მასალები, ოქრომჭედლობის, ლითონის, კერამიკის, ტყავის, მინის, ქსოვილის, ხის ნაწარმის უაღრესად საყურადღებო ნიმუშები.

    მუზეუმის მუშაობის განრიგი: ყოველდღე, 9 სთ-დან 18 სთ-მდე
    მუზეუმში შესასვლელი ბილეთების ფასი: უფროსებისათვის: 3 ლ, ბავშვებისთვის: 1 ლ, სტუდენტებისთვის: 2 ლ.
    უბილეთოდ დაიშვებიან: 6 წლამდე ბავშვები, სოციალურად დაუცველი მოზარდები, ICOM-ის წევრები, საქართველოს და უცხოეთის ქვეყნების მუზეუმების თანამშრომლები, I და II კატეგორიის ინვალიდები, ჯარისკაცები, იძულებით გადაადგილებული პირები.

    გამოფენები: “ვეფხისტყაოსნის სამყაროში”, “ ქუთაისური მანუსკრიპტები”, “საბჭოთა ოკუპაცია”, “ შეიბ მახვილი შენი”
    საგანმანათლებლო პროგრამები: მუზეუმის ვოლონტიორთა საგანმანათლებლო ცენტრის პროგრამები.
    გამოცემები: მუზეუმის ყოვლწლიური ჟურნალი “ხიდი”, გაზეთი “მუზეუმის მოამბე”, “ ქუთაისის არქეოლოგია”, “ რას გვიამბობენ მუზეუმის ექსპონატები”, “გელათის საგანძური”, “ საქართველოს საეკლესიო საგანძური”, “მოჭიქული ჭურჭლის წარმოების ისტორია”, “ქუთაისის მუზეუმის ხელნაწერთა აღწერილობა”, “ამიერკავკასიის რკინიგზის ისტორიიდან”, “მოსე გაბაშვილი –მწიგნობარი”, “ანტიკური ხანის მასალები ქუთაისის მუზეუმიდან”, “სახარება-ოთხთავი” (1060 წლის ხელნაწერი )

    მუზეუმის მთლიანი ფართობი: 802 კვ/მ
    მუდმივი ექსპოზიცია: 365 კვ/მ
    პერიოდული გამოფენები: 69 კვ/მ
    საცავები: მუზეუმის შენობის ავარიულობისა და ფართის სიმცირის გამო ამჟამად ფონდები გადანაწილებულია ქალაქის სხვადასხვა შენობებში, რომელთა საერთო ფართი არის 1840 კვ/მ.
    რესტავრაციის სახელოსნო: 24 კვ/მ
    მუზეუმის მაღაზია: 25 კვ/მ

    დამთვალიერებლების წლიური რაოდენობა: 4300

    მუზეუმის შენობის სტატუსი: კულტურული მემკვიდრეობის უძრავი ძეგლი (საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრის 2007 წლის # 3/181 ბრძანება)

  • ყველა უფლება დაცულია © 2017
    საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტრო, ICOM-ის საქართველოს ეროვნული კომიტეტი, საქართველოს მუზეუმების ასოციაცია, კულტუროლოგიური კვლევის ასოციაცია