საქართველოს ეროვნული ბანკის ფულის მუზეუმი

  • მისამართი: ყვარელი, შ. რუსთაველის ქ. 10
    ტელეფონი: (+995 32) 2 296 604
    ელ-ფოსტა: info@nbg.gov.ge
    ვებ-გვერდი: www.nbg.gov.ge
    მუზეუმის დაფუძნების თარიღი: 2001 წელი
    მუზეუმის იურიდიული სტატუსი: სახელმწიფო/საქართველოს ეროვნული ბანკი
    მუზეუმის ტიპი (პროფილი): ისტორიული
    ექსპონატთა რაოდენობა 2987

    მუზეუმის კოლექციების მოკლე აღწერა: მუზეუმი განთავსებულია საქართველოს ეროვნული ბანკის შენობაში. მასში დაცულია: ფულის მოჭრისა და მიმოქცევის ისტორიასთან დაკავშირებული მასალები VI ს-დან XX ს-ის ჩათვლით: კოლხური თეთრი, ანტიკური მონეტები, სასანური დრამები, არაბული დირჰემები, ქართველ მეფეთა (დემეტრე I, გიორგი III, თამარ მეფე და სხვ.) მიერ მოჭრილი მონეტები, თურქული, რომაული, ირანული, ავსტრიული, პოლონური დახ სხვა ქვეყნების ფულადი ნიშნები, აგრეთვე ფულის თემაზე გამოცემული ლიტერატურა და ფულის მულტიმედიური გამოცემა (კომპაქტ-დისკზე).

    მუზეუმის მუშაობის განრიგი: მუშაობს ყოველდღე, შაბათ-კვირის გარდა, 09 სთ-დან 18 სთ-მდე (შესვენება - 13.00 სთ-დან -  14.00 სთ-მდე)

    მუზეუმში შესასვლელი ბილეთის ფასი: უფასო

    საგანმანათლებლო პროგრამები: მოსწავლეთათვის: „მოგზაურობა ფულის სამყაროში“, ”რას მოგვითხრობენ საფასეები“, სტუდენტებისათვის: „ფული საქართველოში, წარსული – თანამედროვეობა“, ”ფული და საგადახდო სისტემები საქართველოში, ეროვნული ბანკი – ფუნქციები და მოვალეობები“, ინდივიდუალური სტუმრებისთვის: „მოკლე ტური ფულის მუზეუმში“, უცხოელი სტუმრებისთვის : ”მონეტიდან დანახული საქართველო“, ისტორიკოსებისა თვის: „ქართული ნუმიზმატიკა და მისი მკვლევარნი“

    გამოცემები: ალბომი „ფული საქართველოში“, ქართულ–ინგლისურ ენებზე (2000 წ.). ალბომი „ფული საქართველოში“ (მეორე გადამუშავებული გამოცემა, 2003 წ.), ალბომი „ქაღალდის ფული საქართველოში“ (2007 წ.).

    მუზეუმის ფართობი: 275,88 კვ/მ

    მუდმივი ექსპოზიცია: 275,88 კვ/მ

    დამთვალიერებლების წლიური რაოდენობა: 2200

    მუზეუმის შენობის სტატუსი: კულტურული მემკვიდრეობის უძრავი ძეგლი (საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრის 2007 წლის # 3/181 ბრძანება

  • ყველა უფლება დაცულია © 2017
    საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტრო, ICOM-ის საქართველოს ეროვნული კომიტეტი, საქართველოს მუზეუმების ასოციაცია, კულტუროლოგიური კვლევის ასოციაცია