ქვევრისა და ქვევრის ღვინის მუზეუმი

  •  

    მუზეუმის მისამართი: 2211, თელავი, სოფ. ნაფარეული, კახეთი
    ტელეფონი: (+995) 322 42 40 42
    ელ-ფოსტა: info@cellar.ge
    ვებ-გვერდი: www.cellar.ge
    მუზეუმის დაფუძნების თარიღი: 2014 წ.
    მუზეუმის იურიდიული სტატუსი: კერძო
    მუზეუმის ტიპი (პროფილი): ისტორიული
    ექსპონატების რაოდენობა: -
     

     

    მუზეუმის კოლექციების მოკლე აღწერა: ქვევრისა და ქვევრის ღვინის მუზეუმი განთავსებულია სოფელ ნაფარეულში, მარნის ტერიტორიაზე. მუზეუმში ნაჩვენებია ქვევრის კეთების ყველა ეტაპი, დაწყებული თიხის მოპოვებიდან მისი გამოწვით და შეკირვით დამთავრებული. შემდეგი ეტაპია მისი მიწაში ჩასმა, საიდანაც იწყება მისი ექსპლუატაცია. აქვე შეგიძლიათ იხილოთ მისი რეცხვის პროცესი, სხვა და სხვა ზომის ქვევრებს როგორ რეცხავენ, თუ როგორ იწურება ყურძენი საწნახელიდან ქვევრში და ა.შ. გარდა ამისა ილუსტრირებულ დაფებზე ნაჩვენებია, როგორ მიმდინარეობს ფერმენტაცია ქვევრში და სხვა ჭურჭლებში, საქართველოს რა რეგიონებში მზადდებოდა ქვევრები და ამჟამად სად მზადდება, რომელ რეგიონში რა ჯიშის ყურძენი მოდიოდა და ამჟამად რა მოჰყავთ და ა.შ.

    მუზეუმის მუშაობის განრიგი: ყოველდღე, 09 სთ-დან 22 სთ-მდე.
    მუზეუმში შესასვლელი ბილეთების ფასი: უფროსებისათვის: 15 ლ. სტუდენტებისათვის: 5 ლ. ბავშვებისათვის: 0.50 ლ.
    უბილეთოდ დაიშვებიან: 6 წლამდე ბავშვები, სოციალურად დაუცველი მოზარდები,
    საქართველოს და უცხოეთისქვეყნების მუზეუმების თანამშრომლები, ICOM-ის წევრები, I და II კატეგორიის ინვალიდები, ჯარისკაცები,იძულებით გადაადგილებული პირები
     

     

    მუზეუმის ფართობი: 363 კვ/მ
    მუდმივი ექსპოზიცია: -
    მაღაზია: 10 კვ/მ

    დამთვალიერებლების წლიური რაოდენობა: 4000
     

  • ყველა უფლება დაცულია © 2017
    საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტრო, ICOM-ის საქართველოს ეროვნული კომიტეტი, საქართველოს მუზეუმების ასოციაცია, კულტუროლოგიური კვლევის ასოციაცია