გიორგი მაისურაძის სახელობის სოფლის ისტორიის მუზეუმი

  • მუზეუმის მისამართი: გურჯაანი, სოფ. ვაჩნაძიანი
    ტელეფონი: (+995 555) 45 08 73
    მუზეუმის დაფუძნების თარიღი: 1966 წელი
    მუზეუმის იურიდიული სტატუსი: ააიპ (გურჯაანის სამუზეუმო გაერთიანება)
    მუზეუმის ტიპი (პროფილი): ისტორიული
    ექსპონატების რაოდენობა: 4321

    მუზეუმის კოლექციების მოკლე აღწერა: მუზეუმი განთავსებულია 1889 წელს აგებულ თავად ლევან ჯანდიერის საცხოვრებელ სახლში. მუზეუმში დაცულია სხვადახვა პერიოდის არქეოლოგიური მასალა: ქალის სამკაულები, საბრძოლო და შრომის იარაღები, ჭურჭელი, მოჭიქული კერამიკის ნიმუშები, გლიპტიკის ნიმუშები, ნუმიზმატიკური მასალა, შუა საუკუნეების სასულიერო ლიტერატურა, XIX ს-ის ხელნაწერი „ვეფხისტყაოსანი“, ერეკლე II-ის „წყალობის სიგელი“ და სხვა.

    მუზეუმის მუშაობის განრიგი: ყოველდღე, კვირისა და სამშაბათის გარდა, 10 სთ-დან 18 სთ-მდე
    მუზეუმში შესასვლელი ბილეთების ფასი: უფასო

    გამოფენები: ფოტოგამოფენები: “ვაჩნაძიანის ისტორიული ძეგლები”, “მუზეუმში დაცული არქეოლოგიური მასალა”, ”ჩვენი სოფლის ისტორია” (დოკუმენტური მასალების მიხედვით)
    საგანმანათლებლო პროგრამები: “ვიცნობდეთ ჩვენი სოფლის ისტორიას”, “მოვიძიოთ სიძველეები”, “გაკვეთილი მუზეუმში”.

    მუზეუმის ფართობი: 440 კვ.მ
    მუდმივი ექსპოზიცია: 300 კვ.მ
    პერიოდული გამოფენები: 35 კვ.მ

    დამთვალიერებლების წლიური რაოდენობა: 100

  • ყველა უფლება დაცულია © 2017
    საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტრო, ICOM-ის საქართველოს ეროვნული კომიტეტი, საქართველოს მუზეუმების ასოციაცია, კულტუროლოგიური კვლევის ასოციაცია