ივანე ბერიტაშვილის მუზეუმი

  • მუზეუმის მისამართი: გურჯაანი, სოფ. ვეჯინი
    ტელეფონი: (+995 593) 477 685
    მუზეუმის დაფუძნების თარიღი: 1988 წელი
    მუზეუმის იურიდიული სტატუსი: ააიპ გურჯაანის სამუზეუმო გაერთიანების სტრუქტურული ერთეული
    მუზეუმის ტიპი (პროფილი): მემორიალური
    ექსპონატების რაოდენობა: 2147

    მუზეუმის კოლექციების მოკლე აღწერა: მუზეუმში დაცულია ქართველი ფიზიოლოგის, საქართველოში ფიზიოლოგიური სკოლის ფუძემდებლის და მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნების აკადემიის წევრის, აკადემიკოს ივანე ბერიტაშვილის (1885-1974 წწ.) მემორიალური ნივთები, მეცნიერის მოღვაწეობის ამსახველი ფოტო და დოკუმენტური მასალა, სამეცნიერო შრომები, სახვითი და გამოყენებითი ხელოვნების ნიმუშები.

    მუზეუმის მუშაობის განრიგი: ყოველდღე, 10 სთ-დან 18 სთ-მდე
    მუზეუმში შესასვლელი ბილეთების ფასი: უფროსებისთვის: 1 ლ, სტუდენტებისა და ბავშვებისთვის: 0.50 ლ
    უბილეთოდ დაიშვებიან: 6 წლამდე ბავშვები, სოციალურად დაუცველი მოზარდები, ICOM-ისა და UNESCO-ს წევრები, საქართველოს და უცხოეთის ქვეყნების მუზეუმების თანამშრომლები, I და II კატეგორიის ინვალიდები, მუზეუმის საპატიო სტუმრები

    გამოფენები: მუდმივმოქმედი ექსპოზიცია
    საგანმანათლებლო პროგრამები: წელიწადში ერთხელ მუზეუმის ბაზაზე ტარდება სამეცნიერო კონფერენცია

    მუზეუმის ფართობი: 784 კვ.მ.
    მუდმივი ექსპოზიცია: 347,2 კვ.მ.
    საცავი: 28,4 კვ.მ.

    დამთვალიერებლების წლიური რაოდენობა: 107

  • ყველა უფლება დაცულია © 2017
    საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტრო, ICOM-ის საქართველოს ეროვნული კომიტეტი, საქართველოს მუზეუმების ასოციაცია, კულტუროლოგიური კვლევის ასოციაცია