სანდრო მირიანაშვილის მემორიალური მუზეუმი

  • მუზეუმის მისამართი: სიღნაღი, ვ. სარაჯიშვილის ქ. 8
    ტელეფონი: (+995 558) 39 07 37
    მუზეუმის დაფუძნების თარიღი: 1998 წელი
    მუზეუმის იურიდიული სტატუსი: ააიპ სიღნაღის სახელოვნებო და საგანმანათლებლო ცენტრი
    მუზეუმის ტიპი (პროფილი): მემორიალური
    ექსპონატების რაოდენობა: 7890

    მუზეუმის კოლექციების მოკლე აღწერა: მუზეუმში დაცულია ცნობილი ქართველი კომპოზიტორის სანდრო მირიანაშვილის (1915-1987 წწ.) მემორიალური ნივთები, ყოფითი და ეთნოგრაფიული მასალა, სახვითი ხელოვნების ნიმუშებიკომპოზიტორის მიერ შესრულებული რამდენიმე ტილო, ვ. შუხაევის „სანდრო მირიანაშვილის პორტრეტი“, XIX ს-ის ქართული, რუსული და ბერძნული ხატები, ხელნაწერი და ნაბეჭდი ნოტები, საოჯახო ბიბლიოთეკა, კომპოზიტორისადმი მოძღვნილი საჩუქრები, აღმოსავლური და ქართული მუსიკალური საკრავები, ფოტომასალა .

    მუზეუმის მუშაობის განრიგი: ყოველდღე, ორშაბათისა და კვირის გარდა, 10 სთ-დან 17 სთ-მდე
    მუზეუმში შესასვლელი ბილეთების ფასი: უფასო

    გამოფენები: სიღნაღელი მხატვრების შემოქმედება“ , ”სანდრო მირიანაშვილითვითნასწავლი მხატვარი”

    მუზეუმის ფართობი: 138.3 კვ/მ
    მუდმივი ექსპოზიცია: 81.7 კვ/მ
    დამთვალიერებლების წლიური რაოდენობა: 380

    მუზეუმის შენობის სტატუსი: კულტურული მემკვიდრეობის უძრავი ძეგლი (საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრის 2007 წლის # 3/181 ბრძანება)

  • ყველა უფლება დაცულია © 2017
    საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტრო, ICOM-ის საქართველოს ეროვნული კომიტეტი, საქართველოს მუზეუმების ასოციაცია, კულტუროლოგიური კვლევის ასოციაცია