ნატო ვაჩნაძის სახლ-მუზეუმი

  • მუზეუმის მისამართი: 1516, სოფ. გურჯაანი, გურჯაანი
    ტელეფონი: (+995 577) 73 70 77, 598 17 00 01
    ელ-ფოსტა: bibliotheka.museum@gmail.com
    ვებ-გვერდი:

    მუზეუმის დაფუძნების თარიღი: 1981 წელი
    მუზეუმის იურიდიული სტატუსი: ააიპ გურჯაანის მუნიციპალიტეტი
    მუზეუმის ტიპი (პროფილი): მემორიალური
    ექსპონატების რაოდენობა: 1924

    მუზეუმის კოლექციების მოკლე აღწერა: ცნობილი ქართველის კინომსახიობის ნატო ვაჩნაძის (1904-1953) სახლ-მუზეუმი გახსნილია XIX ს-ის დასაწყისში აგებულ ანდრონიკაშვილების საგვარეულო სახლში. მუზეუმში დაცული და ექსპონირებულია მსახიობისა და მისი ოჯახის წევრთა მემორიალური ნივთები: XIX-XX სს. დასაწყისის ავეჯი, ხალიჩები, ფარდაგები, ჭურჭელი (რუსული და ფრანგული ფაიფური) ფერწერა, გრაფიკა, სკულპტურა, ფოტომასალა, დოკუმენტები, მსახიობის შესახებ გამოცემული წიგნები, კინოფილმების ასლები ნატო ვაჩნაძის მონაწილეობით; მუზეუმში დაცულია კახეთის მხარისთვის დამახასიათებელი ყოფისა და ეთნოგრაფიის მასალები; აგრეთვე, ადგილობრივი მოსახლეობის მიერ შემთხვევით აღმოჩენილი არქეოლოგიური ნივთები.

    მუზეუმის მუშაობის განრიგი: ყოველდღე, ორშაბათის გარდა, 10 სთ-დან 18 სთ-მდე
    მუზეუმში შესასვლელი ბილეთების ფასი: უფროსებისათვის - 2 ლ, სტუდენტებისთვის - 1 ლ, ბავშვებისათვის - 0.50 ლ. გიდის მომსახურება - 3 ლ.
    უბილეთოდ დაიშვებიან: 6 წლამდე ბავშვები, სოციალურად დაუცველი მოზარდები, მუზეუმების თანამშრომლები, ICOM-ის წევრები, შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირები, ჯარისკაცები, იძულებით გადაადგილებული პირები.

    გამოფენები:ნატო ქართულ კინოში”, “შენგელაიებისამი თაობა”
    საგანმანათლებლო პროგრამები: დოკუმენტური ფილმების კინოფესტივალი “მე-ადამიანი”, “მუნჯი კინო”, “ჩვენ მსახიობები ვართ”, “კინო და ადამიანის ფსიქოლოგია’’.

    მუზეუმის ფართობი: 1900 კვ/მ
    მუდმივი ექსპოზიცია: 500 კვ/მ
    საცავი: 50 კვ/მ

    მუზეუმის შენობის სტატუსი: კულტურული მემკვიდრეობის უძრავი ძეგლი (საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრის 2008 წლის # 3/36 ბრძანება)

  • ყველა უფლება დაცულია © 2018
    საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტრო, ICOM-ის საქართველოს ეროვნული კომიტეტი, საქართველოს მუზეუმების ასოციაცია, კულტუროლოგიური კვლევის ასოციაცია