ახმეტის მხარეთმცოდნეობის მუზეუმი

  • მისამართი: 0909, ახმეტა. სოფ. ქვემო ალვანი
    ტელეფონი: (+995 577) 95 01 53
    მუზეუმის იურიდიული სტატუსი: ააიპ (ახმეტის კულტურის ცენტრის შემადგენლობაში)
    მუზეუმის დაფუძნების თარიღი: 1978 წელი
    მუზეუმის ტიპი (პროფილი): ისტორიული
    ექსპონატთა რაოდენობა: 17 596

    მუზეუმის კოლექციების მოკლე აღწერა: მუზეუმში დაცულია კახეთში არქეოლოგიური გათხრების შედეგად და შემთხვევით აღმოჩენილი მასალა (გვიანი ბრინჯაოს ხანიდან შუასაუკუნეების ჩათვლით), აღმ. საქართველოს ერთ-ერთი საინტერესო რეგიონის - თუშეთის ყოფისათვის დამახასიათებელი საყოფაცხოვრებო ნივთები, ეთნოგრაფიული მასალები, გამოყენებითი ხელოვნების ნიმუშები: ძირითადად XIX-XX ს.ს.-ის დასაწყისის ხალიჩა-ფარდაგები, თუშური სამოსელისა და აქსესუარების ნიმუშები. შენობის უქონლობის გამო, ამჟამად მუზეუმის ფონდები გადანაწილებულია სოფლებში არსებულ შემდეგ მუზეუმებში: სოფ. ომალოში (კესელოს ციხეები. ეთნოგრაფიული მუზეუმი), სოფ. ყვარელწყალში (ჯარისკაცის სახლი), სოფ. ზემო ალვანში (მეცხვარის მუზეუმი), სოფ. ქვემო ალვანში (ისტორიული მუზეუმი) და სოფ. მაღრანის ბაზილიკური ტიპის ეკლესიასა და ალავერდში.

    მუზეუმის მუშაობის განრიგი: ყოველდღე, შაბათ-კვირის გარდა, 10 სთ-დან 17 სთ-მდე
    მუზეუმში შესასვლელი ბილეთის ფასი: უფასო

    გამოფენები: ყოფითი და ეთნოგრაფიული მასალების გამოფენები;
    საგანმანათლებლო პროგრამები: ხალხური რეწვის ცენტრ “თუშეთთან” ერთად მუზეუმი ახორციელებს პროგრამას მოსახლეობისათვის, სადაც ისწავლება თუშური სამოსის, ფარდაგების და სხვა ნაწარმის დამზადება. პერიოდულად ეწყობა ამ ნაწარმის გამოფენა-გაყიდვები.

    მუზეუმის ფართობი: 830 კვ/მ
    მუდმივი ექსპოზიცია: 460 კვ/მ
    საცავი: 60 კვ/მ

    დამთვალიერებლების წლიური რაოდენობა: 4800

  • ყველა უფლება დაცულია © 2017
    საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტრო, ICOM-ის საქართველოს ეროვნული კომიტეტი, საქართველოს მუზეუმების ასოციაცია, კულტუროლოგიური კვლევის ასოციაცია